-
ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.
პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.
„...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.
განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი... -
მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტსქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.
საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი... -
წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.
„სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).
თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.
აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,... -
ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევასაქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
განხორციელებული ქმედებების შესახებ.
მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.
პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
დაკავებული არ არის.
უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. -
დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.
სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).
ძვირფასო კოლეგებო,
საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.
ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).
ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ... -
ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდაქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.
„უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.
ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერასოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.
რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.
ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.
2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...01.07.2012
ახალციხემ ქალაქის დღესასწაული იზეიმა. ,,ახალციხელობა 2012"-ის აღნიშვნა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე, წმინდანის სახელობის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ წმინდანის სახელზე პარაკლისი გადაიხადა და ყველა ახალციხელს ”ახალციხელობა” მიულოცა.სახალხო დღესასწაული "ახალციხელობა” მეშვიდე წელია მასშტაბურად აღინიშნება. დღესასწაული ტრადიციულად 30 ივნისს, ... »»»
29.06.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ თმოგვში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვით მე–3–მე–2 ათასწლეულით დათარიღებული ყორღანული ველი აღმოაჩინეს.ნაპოვნია 200 მდე მეგალითური ალკდამა. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ნამოსახლარებს,სარიტუალო და საკულტო მოედნებს.
მეცნიერების თქმით, ტერიტორია საფუძვლიანად შესწავლილი არ არის და შესაძლოა აქ სხვა არქეოლოგიური ძეგლებიცაღმოჩნდეს.
ტერიტორიის შესწავლა პირველად სამოცდაათიან წლებში დაიწყო. ექსპედიცია თმოგ ... »»»
26.06.2012
სეტყვამ და გრიგალმა ახალციხის გარეუბანში მცხოვრები კეღოშვილების ოჯახი მნიშვნელოვნად აზარალა.
დღეს, საღამოს, ძლიერმა ქარმა მათი ფერმის სახურავის ერთი ნაწილი მოგლიჯა, დანარჩენი კი დაამტვრია.გრიგალის შედეგად დაინგრა ორსართულიანი მშენებარე სახლიც.
კეღოშვილები ქალაქის გარეუბანში 15 წელია ცხოვრობენ. ოჯახი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.
ქარსა და წვიმას, სეტყვაც დაერთო, რამაც სასოფლო–სამეურნეო კულტურები, მთლია ... »»»23.06.2012
გუჯარეთის ხეობაში, საზაფხულო საძოვარზე ჯილეხის, იგივე, ციმბირული წყლულის, შემთხვევა დაფიქსირდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ცოლ–ქმარმა დაავდებული პირუტყვი დაკლა და ხორცი საკვებად გამოიყენა.სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის სამსახურიდან შეტყობინება შევიდა. სააგენტოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე კვლევა ჩაატარეს. ვეტერინარებმა ცხოველის ნარჩენი ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგ ... »»»
21.06.2012ახალციხეში კოსტავას 18–ში მდებარე ადმინისტრაცუილი შენობა და თოჯინების თეატრი გაიყიდა. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის განკარგულებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, შპს „ქროსვეისს" საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა.
პირობების მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისამდე კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში 500 000 ლარი უნდა გადარიცხოს. 2 წელიწადში კი 4623 კვ.მ. ფართობზე მაღალი კლასის ... »»»
21.06.2012
"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”- ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. 2008 წლის ომის ამსახველი ფაქტები და ადამიანი, რომელიც კონფლიქტის ზონაში არსებულ საკუთრებას იცავს, სცენარის მთავარ თემას წარმოადგენდა. რუსეთ საქართველოს ომი პატრიოტული შემართება და სამშობლოს სიყვარული ახალციხელმა მაყურებელმა ერთ მოქმედებიან დრამაში იხილა. სპექტაკლში მოქმედება ცხინვალის რეგიონში ვითარდება, სადაც მთავარი გმირი ქართულ ... »»»20.06.2012
9 800 მეტრი სიგრძის გზა ახალქალაქი –არაქვის მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნა. რამაზ ნიკოლეიშვილმა სამთვიანი მუშაობის შედეგი დადებითად შეაფასა და ყურადღება გზის ხარისხიანობაზე გაამახვილა. აქვე შენდება სამთო სათხილამურო კურორტი, სადაც აღნიშნული გზის საშუალებთ, მეზობელი თურქეთის რესპუბლიკიდან ტურისტები ერთ საათში მოხვდებიან.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონს ჰქონდეს კურორტი ,სადაც უამრავი დამსვენებელი ჩამოვა, ... »»»19.06.2012
გარემოს დაცვის მინისტრი დღეს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას ესტუმრა. მოსწავლეებისთვის მინისტრმა გამოფენა მოაწყო. ფოტოებზე აფრიკაში მისი მოგზაურობა და იქაური ველური ბუნებაა აღბეჭდილი. გამოფენასთან ერთად გოგა ხაჩიძემ სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ფილმიც უჩვენა. დოკუმენტურ ფილმში აფრიკულ ველურ ბუნებასთან ერთად, კონტინენტის მკვიდრი ტომების ცხოვრება და წეს–ჩვეულებებია ასახული. პარალელურად მინისტრმა ბავშვებს აფრიკაში მო ... »»»16.06.2012
სპორტის სამინისტროს თასისათვის რეგიონის პირველობა მინი ფეხბურთში დღეს დასრულდა. ფინალური შეხვედრა ნინოწმინდისა და ბორჯომის გუნდებს შორის გაიმართა. თამაშს უამრავი გულშემატკივრის გარდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაძაბული ორთაბრძოლის მიუხედავად გამარჯვება ბორჯომის გუნდმა მოიპოვა. მან მოწინააღმდეგე ანგარიშით 9 –5 დაამარცხა.სპორტის სამინისტროს თასისათვის მინი ფეხბურთში შეხვედრე ... »»»16.06.2012
ბორჯომში, ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურნირი სახელწოდებით „ახალციხის სტუდენტური თასი" გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალცხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 8 გუნდმა მიიღო. თავდაპირველად სტუდენტები შეჯიბრის წესებს გაეცვნენ და საცდელი დაშვება განახორციელეს. ფირნიშამდე მისაღწევად მონაწილეებს ერთკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გადაეცურათ. ჩემპიონატი ბორჯომში საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ეს პირველი ტურნირი იყო, რომელიც მხო ... »»»16.06.2012
დემოკრატიული კულტურა და პოლიტიკური პროცესები თანამედროვე საქართველოში, ეს ის მთავარი საკითხებია რაზეც დღეს ბაკურიანში სასტუმრო ,,ვერე პალასში" გამართულ შეხვედრაზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. სემინარს ორგანიზება ევროპის საბჭომ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ და საქართველოსა და სომხეთში შვეიცარიის საელჩომ გაუწიეს. გამოსაშვები წლის ბოლო სემინარი რეზო თაბუკაშვილის და ... »»»15.06.2012
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მათი ინტერესი ძირითადად ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, უბნების გაზიფიკაციას, შიდა გზების აღდგენას და ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შეეხებოდა. შეხვედრას ორგანიზება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია. აქტუალური თემების ირგვლივ შეკითხვების თავმოყრის მიზნით, ცენტრის თანამშრომლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წინას ... »»»14.06.2012
ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პოლიტიკური პარტიების მსგავსად წინასაარჩევნო პროცესებში აქტიუროის კუთხით არც ადგილობრივი მედია და არასამთავრობო სექტორი გამოირჩევა. შესაბამისად წინასაარჩევნო თემატიკაზე აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში", რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საბჭოს წევრია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კომისია აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების მიმართუ ... »»»14.06.2012
მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 41 ათასმა მოსწავლემ მიიღო. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ყველაზე მეტად საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება გაუჭირდათ. ჩაჭრილთა უმეტესობაც აღნიშნულ საგნებშია. მიმდინარე სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა ტესტირება მშობლიურ ენაზე ჩააბარეს, თუმცა ახალციხის #3 საჯარო სკოლაში რეგისტრირებული 66 მოსწავლიდან 31–მა საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახა. ამის მიზეზა ... »»»11.06.2012
გარემოს დაცვის მინისტრი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლი ბორჯომში იმყოფებოდნენ. გოგა ხაჩიძე და ინიტა პაულოვიჩა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და საგანმანმანათლებლო კამპანიის „სუფთა გარემო"–ს ფარგლებში კონკურსი გამართეს. ღონისძიებას 4 სკოლის 200–მდე მოსწავლე დაესწრო. კონკურსში გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიება ბორჯომში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდ ... »»»














