• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
ახალციხის გამგებელმა მოადგილე დანიშნა
ახალციხის გამგებელმა მოადგილე დანიშნა
19.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილე დანიშნა. აღნიშნული თამადებობა გურამ მელიქიძემ ოფიციალურად 14 ნოემბერს დაიკავა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, მისი დანიშვნა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.
გამგებლის მოადგილის სამივე პოსტი ამ დრომდე ვაკანტური იყო.

ახლად დანიშნული საჯარო მოხელე ამბობს, რომ მას თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. გურამ მელიქიძე სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესხეთის ფილიალის რექტორის მოადგილე, შემდეგში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბოლო დროს კი იგი თურქულ კომპანიაში მუშობდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამგებლის ორი მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტურია.
>>>
ასპინძის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა
18.11.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა 16 ნოემბერს, ღამის საათებში მოხდა. “მეცხრე არხთან” დაზარალებულები ჰყვებიან, რომ საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი დააბინავეს. დილით საქონლის სადგომის კარები დამტვრეული 33 სული პირუტყვი კი გაყვანილი დახვდათ. გიორგი ზაზაძის ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის კვალი თურქეთის ტერიტორიამდე მიდის, რაც მათ ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმაც დაუდასტურეს. მისივე თქმით პირუტყვი ოჯახის საკუთრება იყო. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას, საქონლის სადგომში, ან საცავში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ნიალის მთებში მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, თუმცა არც ერთ მათგანზე დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათ შესაბამის ორგანოებს დახმარებისათვის უკვე მიმართეს. ნიალა საქართველო–თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით სამი კილომეტრით არის დაშორებული. მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილის თვეშიც დაფიქსირდა. მაშინ საქართველო–თურქეთის საზღვრიდან 500 მეტრში 56 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. ... »»»
>>>
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას მგლები შეესია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას მგლები შეესია
14.11.2014
მგლების შემოსევის კიდევ ერთი ფაქტი ახალდაბაში და ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც მოსახლეობა ითხოვს. გარეულმა ცხოველებმა 8 ღორი შეჭამეს, 5 კი დაგლიჯეს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

დაბა ახალდაბაში აცხადებენ, რომ მგლების შემოსების ეს პირველი ფაქტი არ არის. ტყის პირას მცხოვრები 30 ოჯახი ყოველდღიურად საშიშროების წინაშე დგას.

ადგილობრივი ზვიად ჩადუნელი აცხადებს, რომ ღორების გარდა ფერმაში წელს მგელმა 30–მდე ხბო შეუჭამა.
„მიდის საქმე იქამდე, რომ აღაც ფერმა გვქონდეს, აღარც ღორი ვიყოლიოთ და აღარც ძროხა. როგორც გაქცეულია 80 % სოფლიდან, მეც ამ გზას დავადგები“ – აცხადებს ზვიად ჩადუნელი.

ახალდაბელები ირწმუნებიან, რომ მატერიალური ზარალის გარდა, საფრთხე მათ სიცოცხლესაც ექმნება. იმის გამო რომ მგლები დაცულ ტერიტორიაზე ბინადრობენ, ადგილობრივების თქმით, მათი მოკვლის უფლება არ აქვთ.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ისინი ხელშეკრულებას გააფორმებენ, რის საფუძველზეც სპეციალური ჯგუფის შექმნა მოხდება. ისინი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, თავდაცვ ... »»»
>>>
ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს
ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს
13.11.2014
ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს. შესაბამისად დაიშალა საკრებულოს შემადგენლობაში არსებული ფრაქციაც. – ამის შესახებ სპეციალური განცხადება მედიასთან ფრაქციის ერთ–ერთმა წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა ნოზაძემ გააკეთა. მისი თქმით, ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება პარტიის წევრმა ბაიცარ მანასიანმა შეიტანა, რის შემდეგაც მისი დაშლა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სამ პიროვნებაზე ნაკლები ფრაქციაში არ შეიძლება იყოს.

გელა ნოზაძის თქმით, ისინი ,,თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებისა და კოალიციაში დარჩენის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, საკრებულოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მმართველ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

გელა ნოზაძისა და ბაიცარ მანასიანის გარდა, ,,თავისუფალი დეოკრატები“ ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, ბიძინა გოგოლაძემაც დატოვა. ისინი საკრებულოში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შევა.
>>>
ბორჯომში 21 წლის ახალგაზრდას მეცხრე დღეა ეძებენ
ბორჯომში 21 წლის ახალგაზრდას მეცხრე დღეა ეძებენ
13.11.2014
ბორჯომში დაკარგულ ახალგაზრდას მეცხრე დღეა ეძებენ. ცემში მცხოვრები 21 წლის თორნიკე გოგოლაძე 3 ნოემბრის საღამოს გაუჩინარდა. იგი მეგობრებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ნათლობაში იმყოფებოდა. სუფრა საღამოს 9 საათისთვის დატოვა. ამის შემდეგ თორნიკე გოგოლაძე აღარავის უნახავს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას არც სახლში და არც წეროვანში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ისინი ფიქრობენ, რომ თორნიკე წეროვანის დასახლებიდან არ გამოსულა.

ახლობლები ამბობენ, რომ მოხდა ქვეყნის საზღვრების გადამოწმებაც. მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

ოჯახის წევრები და სამსართალდამცველები თორნიკეს ძებნას აგრძელებენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
>>>
საგრანტო კონკურსი საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საგრანტო კონკურსი საზღვრისპირა რეგიონებისთვის
11.11.2014
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკური გამოცხადდა. სოციალურ და ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესება, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გეგმა და ახალგაზრდების დაახლოების მიზნით განხორციელებული აქტივობა–მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სომხეთსა და საქართველოს დამეგობრების კუთხით არასათავრობო ორგანიზაციებს პროექტების დაწერის საშუალება მიეცემათ.

პრეზენტაცია დემოკრატიული ცართულობის ცენტრში შედგა. მას სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსებული არასამთავორბო ორგანზიაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტების წარდგენა 4 თებერვლამდე მოხდება, შემდეგ კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ორგანიზარტორთა განმარტებით, აღნიშნული პროეტქების განხორციელება ქართულ და სომხურ ურთიერთობებს გააუმჯობესებს. ამ კუთხით ორ რეგიონს შორის კონფლიქტების რისკების შემცირება მოხდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ხუთ რეგიონში ხორციელდება.
>>>
საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი
საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი
10.11.2014
ნებისმიერ საკითხში, განსაკუთრებით კი როდესაც ის ეროვნული მასშტაბის პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დასმა. თავდაპირველად, სანამ საკითხის „წინ წამოწევას“ დაიწყებ აუცილებელია კარგად გაიაზრო -რას წარმოადგენს ეს კონკრეტული საკითხი და მის გადაჭრას რა „ინსტრუმენტით“ აპირებ...

საქართველოს მიერ 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის საკითხი უკვე 9 წელია, რაც სომეხთა სათვისტომოს მუშაობის დღის წესრიგზე იკავებს მნიშვნელოვან ადგილს. თუ რატომ 9 წელი და არა უფრო მეტი -ეს ცალკე თემაა, რომელსაც მომავალში ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით... დღეს კი პატივცემულ მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვიძახით, რომ საქართველომ უნდა აღიაროს და დაგმოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -როგორ ვხედავთ ამას.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას რამდენიმე ობიექტური რეალობის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს მიერ 1915-23წწ. მომხდარი გენოციდის აღიარებას ამავე ქვეყნის მოქალაქეები ითხოვენ. ანუ ამ მხრივ საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება ... »»»
>>>
ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
10.11.2014
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ახალციხეს ესტუმრა. ირაკლი შიხიაშვილი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. მან ვეტერანებს სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა. ვეტერანების თქმით, ერთ–ერთი დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც მათი აზრით, ცენრტალურმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, ვეტერანთა დასაქმებისა და მათი მკურნალობის პრობლემებია მოსაგვარებელი. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყნის პრიორიტეტები სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

ვეტერანებთან შეხვედრას ესწრებოდნენ, მხარის გუბერნატორი და ახალციხის მერი . გიორგი კოპაძის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვეტერანებმა კითხვებზე პასუხები პირველი პირისგან მიიღეს. მისივე განმარტებით, ვეტეანთა დასაქმების მიზნით მერიას გარკვეული გეგმები აქვს.

ახალციხელმა ვეტერანებმა ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სახნავ–სათესი მიწების მათთვის გადაცემის თაობაზეც, რომელიც ამ დროისათვის თავდაცვის სამინი ... »»»
>>>
ასპინძის გამგეობაში თანამშრომელთა ატესტაციისთვის მზადდება მიმდინარეობს
ასპინძის გამგეობაში თანამშრომელთა ატესტაციისთვის მზადდება მიმდინარეობს
08.11.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციისთვის ემზადებიან. ადგილობრივ ხელისუფებაში აცხადებენ, რომ ტესტირებისთვის მზადება უკვე მიმდინარებს.

ჩამოყალიბების პროცესშია საატესტაციო კომისია. კომისიის თავმჯომარე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელია. საატესტაციო კომისიას ლევან ცაბაძე დააკომპლექტებს, რის შემდეგაც გამგეობაში კონკურსი გამოცხდადება.

გამგებლის მოადგილის ალიკა პაპაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტიში 13 თანამდებობის პირის და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების გარდა ატესტაციას ყველა თანამშრომელი გაივლის. მისივე თქმით, ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი მუნიციპალიტეტშივე ჩაატარებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 31 დეკემბრამდე დასრულდება. ალიკა პაპაშვილის განმარტებით, აღნიშნული თვითმმართველობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.
>>>
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნინოწმინდაში კინოკლუბი გახსნა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნინოწმინდაში კინოკლუბი გახსნა
07.11.2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში კინოჩვენების პროგრამა გრძელდება. პროექტის ფარგლებში კულტურის მინისტრი ნონოწმინდას ესტუმრა და კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი საზეიმოდ გახსნა. ადგილობირვი ფოლკლორულ ასამბლებს კი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხალხური მუსიკალური საკრავები გადასცა. მიხეილ გიორგაძის განმარტებით, საქართველოს რეგიონებში, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ამ კუთხით კლუტურული ცხოვრების ხელშეწყობა ხდება.

ნინოწმინდაში კინოთეატრის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე მინისტრთან ერთად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძეც იმყოფებოდა. მათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ნინოწმინდის გამგებელმა უმასპინძლეს.
ღონისძიებას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ორგანიზატორებიც დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ ბავშვებს გასართობი შოუ შესთავაზეს და ახალგახსნილ კინოკლუბში სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული ანიმაციური ფილმების კოლაჟი წარმოადგინეს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონ ... »»»
>>>
ახალციხეში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მიმდინარეობს
ახალციხეში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მიმდინარეობს
06.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. აღნიშნულ პროცესს ,,საქსტატის“ თანამშრომლები აწარმოებენ. ისინი ადგილობრივების აღწერასთან ერთად დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემებსაც აფიქსირებენ. აღმწერთა ანკეტა განათლების, ჯანმრთელობის, რელიგიური მრწამსისა და სოფლის მეურნეობის შესახებ კონკრეტულ კითხვებს მოიცავს.

მოსალხეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა. ,,საქტატის“ თანამშრომლები განმარტავენ, რომ პროცესის ორი წლით დაგვიანება ფინანსურ მხარსთან იყო დაკავშირებული. მიმდინარე წელს კი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აღწერას 15 დღე დაეთმობა და 19 ნოემბერს დასრულდება.

საყოველთაო აღწერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარდა, საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს. მასში მონაწილობა ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიიღოს. პროცესის პირველადი მონაცემები ხელმისაწვდომი 2015 წლის აპრილის თვეში, ხოლო საბოლოო მონაცემები 2016 წელს იქნება ცნობილი. 2002 წლის ოფიციალური მონაცემებით, კი საქართ ... »»»
>>>
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საყვარელო შვილებო
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საყვარელო შვილებო
05.11.2014
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საყვარელო შვილებო, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ეს ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ. მოგიწოდებთ, რათა აღწერის ფარგლებში ცალსახად აღნიშნოთ თქვენი კუთვნილება სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიისადმი, და აღნიშნოთ ეს შესაბამის ანკეტაში.

დაე გფარავდეთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი,

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი
>>>
სოფელ წნისში 55 წლის დავით ცომაიას ეძებენ
სოფელ წნისში 55 წლის დავით ცომაიას ეძებენ
03.11.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 55 წლის დავით ცომაია სახლიდან დაახლოებით 18:00 საათზე სოკოს საკრეფად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ახლობლებმა დაკარგული მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს რაც იგი მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ნათესავების თქმით, დავით ცომაიას ავტოავარიის შედეგად ფეხი ჰქონდა დაზიანებული და სიარული უჭირდა, ამიტომ ოჯახის წევრები ვარაუდობენ რომ შესაძლოა იგი მდინარეში ჩავარდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

ადგილობრივ სამაშველო სამსახურში მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 31 ოქტომბერს საღამოს ათ საათზე შევიდა. ადგილზე ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის სამაშველო სამსახურის ჯგუფები გამოცხადდნენ. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები, როგორც მდინარის ნაპირებზე ასევე წყალში მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის ჯგუფის უფროსის თქმით, სამძებრო სამუშაოები მანამდე არ შეწყდება სანამ დაკარგულ მაკმაკაცს არ იპოვიან.
>>>
დევნილები საცხოვრებელ ფართებს ახალციხეში დეკემბრის თვიდან მიიღებენ
დევნილები საცხოვრებელ ფართებს ახალციხეში დეკემბრის თვიდან მიიღებენ
02.11.2014
იძულებით გადაადგილებული პირები ახალციხეში საცხოვრებელ ფართებს ისევ ერთი თვის დაგვიანებით მიიღებნ. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ რუსთაველის ქუჩის 113 ნომერში მდებარე ორი შენობის რეაბილიტაცია დათქმულ დროს ვერ დაასრულა. კომპანია „სენის“ წარმომადგენლების თქმით, მშენებლობის პროცესში კვლავ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება მოუხდათ, რის გამოც ცენტრალურ უწყებას ვადის გაგრძელება კიდევ ერთი თვით სთხოვეს.

პროექტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ოქტომბრიდან უნდა მიეღო. თუმცა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაასრულა და ვადამ ერთი თვით გადაიწია. ორი შენობის სრული რეაბილიტაცია, ვერც შემდგომ ერთ თვეში მოხდა. „სენის“ მენეჯერი ირწმუნება, რომ ამჯერად მომდევნო ერთი თვე სამუშაოების დასრულებისთვის საკმარისია. მისივე თქმით დევნილებს საცხოვრებელი ფართები დეკემბრის თვიდან გადაეცემათ.
>>>
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არიან
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არიან
31.10.2014
ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან. თუმცა მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არიან.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე გათბობის გარეშე მიმდინარეობს. წელს აქ ახალი სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ბუნებრივი აირის გამოყენებას მოითხოვს. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ პრობლემას მხოლოდ შენობაში გაზის შეყვანა წარმოადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერია გამოცხადებული. ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ თუ სისიტემის გამართვა დროულად არ მოხდება, კლიმატური პირობების გამკაცრების შემთხვევაში მოსწავლეების დათხოვა მოუწევთ.

შეშის ნაკლებობა ჰქონდა ქალაქ ახალციხის #1 ბაგას, თუმცა გათბობის პრობლემა არ შექმნია. დაწესებულებაში ამბობენ, რომ ყოვლწლიურად მათთვის საწვავი მერქანი ადგილობრივ თვითამმართველობას მიაქვს, თუმცა წელს შეშით უზრუნველყოფა დაგვიანდა, ამიტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სხვა ბაღები დაეხმარნენ.

ახალციხის მერიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში საწავავის შეტანის თაობაზე გამოცხა ... »»»
>>>
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 29 30 »