• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელმა გაიარა
ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელმა გაიარა
29.01.2015
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.
რკინიგზის დატესტვის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოების დასრულებისთვის წლის ბოლომდე ყველაფერი გაკეთდება.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად 180 კილომეტრი რკინიგზის გაყვანის სამუშაოები დამთავრებულია.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა კი განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან იმყოფება საქართველოს ულამაზეს მიწაზე, ფაქტობრივად თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან. მისი თქმით, პირველი მგზავრები ამ სატესტო მატარებლით იყვნენ ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც ზია მამედოვმა აღნიშნა, ხელისუფლების ნების პირველი ეტაპი შესრულებულია.
>>>
პატარა სერიოჟა ავეტისიანის ხსოვნას პატივი მიაგეს სანთლების დანთებით
პატარა სერიოჟა ავეტისიანის ხსოვნას პატივი მიაგეს სანთლების დანთებით
22.01.2015
მიმდინარე წლის 21 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმაწინ“ ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, სანთლები დაინთო 19 იანვარს გარდაცვლილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანის და 12 იანვარს გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის სხვა წევრების ხსოვნისათვის.

ეკლესიის კედელზე დაიდო პატარა სერიოჟა ავეტისიანის ფოტო და სათამაშოები მოთავსდა. ეკლესიის მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა პანაშვიდის წესის შემდეგ მიმართა მტირალ ხალხს, მოუწოდა, რომ ინუგეშონ ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნითა და მწუხარებას გაუმკლავდნენ ლოცვით.

სიკვდილის კლანჭებში აღმოჩენილი პატარა სერიოჟა შვიდი დღე ებრძოდა სიკვდილს, მისმა სიკვდილმა კვლავ ააფორიაქა საქართველოს სომეხი მოსახლეობა. შეკრებილებმა თითო სანთელი დაანთეს ჩვილისა და ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნისათვის, ლოცვა აღავლინეს და უფალს შეევედრნენ მსგავსი დანაშაულებისაგან გადარჩენისა და დაღუპულთა სულის სიმშვიდისათვის.

გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნის პანაშვიდის ცერემონია შესრულდა და სანთლები დაინთო ასევე სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ეკლესიებში. სანთლები დაინთო ასევე ბათუმში, სომხეთის რესპუბ ... »»»
>>>
პანაშვიდის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში
პანაშვიდის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში
19.01.2015
მიმდინარე წლის 18 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა გიუმრიში დახოცილი ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის ხსოვნის პანაშვიდი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვარმა მიმართა რა მორწმუნეებს, მოუწოდა მათ ერის შვილების დაკარგვის გამო ლოცვისკენ, სიფხიზლისა და ნების გამოჩენისკენ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის მეგობრობას როგორც საქართველოში ქართველებთან, ასევე რუსეთში რუსებსა და სხვა ხალხებთან და მოუწოდა მწუხარების გამკლავებისკენ ერთობლივად და სომეხი ადამიანის ღირსებით.

მორწმუნეებმა ლოცვა აღავლინეს პატარა სერიოჟას გამოჯანმრთელების ვედრებით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან სომხეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ექიმები. დამსწრეებმა სანთლების დანთებითა და საკმევლის კმევით ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის.

პანაშვიდის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ... »»»
>>>
ადიგენის სოფელ ფლატეში არსებული შენობის საქმეზე გამოძიებას ითხოვენ
ადიგენის სოფელ ფლატეში არსებული შენობის საქმეზე გამოძიებას ითხოვენ
26.12.2014
ჭელასა და მოხეს შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლატე იქცევს. მეჩეთის ნგრევასთან დაკავშირებით, სადაც გამოძიება ადიგენის რაიონულ საამართველოში მიმდინარეობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. საჩივრის მიხედვით, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საგამოძიებო უწყებაში შეიტანა, ისინი ზარზმის წინამძღვარს მეჩეთის დანგრევასა და ქვების გატანაში ედავებიან.

თავად არქიმანდრიტი ნიკოლოზი კი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ მეჩეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის თქმით, მსგავსი თემების წამოწევა მოსახლეობაში ურთიერთობას ძაბავს
ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ფლატეს მეჩეთის დანგრევასა და ტერიტორიიდან ქვების გატანას უარყოფს. ისინი ჰყვებიან, რომ ორი ათეული წელია რაც შენობა თავისით დაინგრა. მათივე თქმით, კედლებიდან ქვები ახლაც ცვივა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ფლატეს მკვიდრნი იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე შენობა მახლობლად მდებარე ეკლესიის ქვებით აშენდა.

ფლატეს შენობა 1917 წლით თარიღდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი წლების წინ ხორბლის საწყობად იყო ქცეული. მ ... »»»
>>>
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
22.12.2014
მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფნას აპროტესტებს. მათი სიიდან ამოღების მოთხოოვნით, მუსლიმებმა 200 ხელმოწერა შეაგროვეს და განცხადებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ორივე მათგანი დაინტერესებული მხარეა და საკითხს მიკერძოებულად გადაწყვეტენ. მუსლიმები კომისიის შემადგენლობაში სოფელ ჭელის წინამძღვრისა და სოფელ მოხის ორი წარმომადგენლის ჩასმას მოითხოვენ. გარდა ამისა ისინი უნდობლობას უცხადებენ საქართველოს სრულიად მუფთის მოადგილესაც. მათი თქმით, ადამ შანთაძეს მიმართ მრავალი კითხვა არსებობს, ამიტომ კომისიის შემადგენლობაში მისი ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძის თქმით, იგი როგორც მართლმადიდებელი ასევე მუსლიმი მოსახლეობის გამგებელი და მათ მიერ არჩეული საჯარო მოხელეა. ამიტომ, ის, რაც მის მხარეში ხდება გამგეობის პირველ პირსაც ეხება. მხარის გუბერნატორისა და გამგებლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვას კი აუცილებლობად მიიჩნევენ ადგილობრივი მართმადიდებე ... »»»
>>>
სამცხე–ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადაეცა
სამცხე–ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადაეცა
18.12.2014
სამცხე–ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადაეცა. ცერემონია სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები, რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პირველი პირები დაესწრნენ. 9 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის მანქანა, რეგიონში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით განაწილდა. აქედან 4 ავტომობილი ბორჯომმა, ორი ახალციხემ, ორი ადიგენმა და თითო–თითო ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, რეგიონებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭუირვილი 104 ახალი მანქანა განაწილდა.
>>>
ადიგენის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ
16.12.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივები კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდნენ და დაპირება შეახსენეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვამ მოსავალი სრულად გაანადგურა. მათი თქმით, რეგიონის პირველი პირებისგან ზარალის ანაზღაურების თაობაზე პირობა სტიქიის მეორე დღესვე მიიღეს. თუმცა, ამის მიუხედავად, კომპენსაციის გაცემა დაზარალებულებზე ამ დრომდე არ მომხდარა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება აუცილებლად მოხდება. ავთანდილ კაჭაკაჭაშვილი აცხადებს, რომ ზარალის შესწავლასა და დასკვნის დადებას დიდი დრო დასჭირდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 9 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.
>>>
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში
14.12.2014
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. აკაკი მაჭუტაძემ ასევე, მთავრობის მიერ, ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. რეგიონის პირველი პირის წლიურ ანგარიშს ქვეყნის ოთხი სამინისტროს, მედიის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წევრები დაესწრნენ. გუბერნატორის ერთწლიან ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება, მხარეში ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმო. აკაკი მაჭუტაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხარვეზები იყო, თუმცა დღეის მდგომარეობით, რეგიონში 600 ინფარსტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თავიანთი ანგარიშები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ასევე ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც გუბერნატორის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გუბერნატორმა ყველა სფეროში განხორციელებიულ პროექტებსა თუ ხარვეზებზე ამომწურავად ისაუბრა. თუმცა ნანა ზუბაშვილის თქმით, დასაქმების კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად მუშაობს, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. აკაკი მაჭუ ... »»»
>>>
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამცხე–ჯავახეთში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამცხე–ჯავახეთში
13.12.2014
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა. თამარ სანიკიძემ უწყების წარმომადგნლებთან ერთად სტუდეტებსა და უმღლესი დაწესებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომელიც 2015–2016 წლიდან საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართლებების კუთხით, სან – დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყება. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლებისათვის აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტია, სახელწოდებით ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“. დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ საქართველოში ამერიკული განათლება შეიძინონ და საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები მიიღონ. აღნიშნულ პროექტს სან დიეგოს საგანმანათლებლო დაწესებულება და საქართვლოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებს, მისი ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია. დღესვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. განხილული იქნა ორი საკითხი: პედაგოგთა სახელ ... »»»
>>>
შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
09.12.2014
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს ახალგაზრდული კავშირის, „რესპუბლიკური“ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობისა და სახელმწიფო სამინისტროს თანამშრომლებს შორის შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ეს შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების ხელისუფლებასთან დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა.

შეხვედრის დროს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობა წარუდგინა. განსაკუთრებით აქცენტი „2009-2014წწ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ განხილვაზე გაკეთდა. თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს ასევე ესაუბრა ახალი სტრატეგიის (2014-19წწ) ძირითად მიმართულებებზე, იმ პროგრამებზე და პროექტებზე, რაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო და ასევე საქართველოს მთავრობა ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების მიზნით ახლორციელებს.

საქარ ... »»»
>>>
მტკვრის დაშრობაზე თურქულ–ქართული მხარე იმსჯელებს
მტკვრის დაშრობაზე თურქულ–ქართული მხარე იმსჯელებს
03.12.2014
მდინარე მტკვრის დონის დაკლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თურქული მხრიდან ოფიციალური წერილი მიიღო. დოკუმენტის მიხედვით გადაწყდა, რომ მდინარე მტკვარში წყლის დონის დაკლებაზე საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყებები იმსჯელებენ.

“თურქული მხარე წუხილს გამოთქვამს და განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე “ქაიაბეის” კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ, თურქულმა კერძო კომპანიამ, დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყალაღების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინ ... »»»
>>>
პოლიტიკური მართვის პროცესებში სომხები არ მონაწილეობენ. გაღვიძების დროა.
პოლიტიკური მართვის პროცესებში სომხები არ მონაწილეობენ. გაღვიძების დროა.
01.12.2014
რამდენიმე დღის წინ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ჩატარებული კვლევის თემა იყო „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-სთვის 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტის წევრი ძალიან ცოტაა. 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს. გამოკითხულთა 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. მეტი სიცხადისთვის დავამატებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2 061 753 (46,5%) კაცი და 2 309 782 (53,5%)ქალი ცხოვრობს.

მართლაც, საქართველოს პარლამენტის მაგალითზე „მშრალ“ ციფრებს თუ გადავხედოთ, გამოდის, რომ, გენდერული თანასწორობის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს. ქვეყნის მოსახლეობის 53,5% პარლამენტში სულ 17 დეპუტატით (11%) არის წარდგენილი. თუმცა, ამ საკითხს -ქვეყნის ცხოვრებაში ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ჭრილში თუ განვიხილოთ, ჩვე ... »»»
>>>
პრეზიდენტმა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლის კითხვებზე გასცა პასუხი
პრეზიდენტმა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლის კითხვებზე გასცა პასუხი
24.11.2014
21 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წერვების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი -უჩა ნანუაშვილი, უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი -სოფიო შამანიდი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა ქვეყნის პრეზიდენტს სიტყვით მიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ზოგ კითხვას პასუხი გასცა, ზოგზე კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თუმცა, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ეს კითხვები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კედლებში გაჟღერდა, რაც რამდენიმე წლის წინ -წარმოუდგენელიც კი იყო...

პატივცემულ მკითხველს 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული იმ დიალოგის სტენოგრამას წარმოგიდგენთ, რომელიც „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენლისა და საქართველო ... »»»
>>>
„თავისუფალი დემოკრატების“წარმომადგენელი ახალციხეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„თავისუფალი დემოკრატების“წარმომადგენელი ახალციხეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს
21.11.2014
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ახალციხის მერიაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარის შალვა გოგოლაძის გადაყენებას კენჭი საკრებულოს დეპუტატებმა უყარეს.

ახალციხის მერიის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე განმარტავს, რომ გოგოლაძის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა კანონის ფარგლებში მოხდა.

შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან იგი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია. იგი "თავისუფალი დემოკრატების" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გოგოლაძე 2014 წლის 14 ივლისს დაინიშნა.
>>>
პრემიერ მინისტრმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა
პრემიერ მინისტრმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა
21.11.2014
საქართველოს პრემიერ მინისტრი ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილი ქვაში ნაკვეთი ციხე–ქალაქის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას დააკვირდა.

ამ დროისათვის ვარძიაში დაშლის პირას მყოფი კლდის სტრუქტურის რამდენიმე მიმართულებით კვლევა და წყალმრიდი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ვარძია მოინახულეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემაც
ვარძიის ძელზე ქვათა ცვენის შესაჩერებლად, რომელიც მის განადგურების მთავრ საფრთხეს წარმოადგენს, ამ დრომდე, სხვადასხვა პრევენციული სამუშოები გატარდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი გადარჩენისათვის მსგავსი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ვარძიის ტურისტურლი განვითარების ერთ–ერთი მთავრი მიმართულება– განათების მოწყობაა. ამისათვის კომპლექსში ახალი სისტემა დამონტაჟდა, ამიერიდან ტურისტებს ვარძიის მონახულება ღამის საათებშიც შეეძლებათ.
კომპლექსის გადარჩენისათვის საბოლოო გეგ ... »»»
>>>
« 1 2 3 4 5 6 7 ... 29 30 »