აბასთუმნის ობსერვატორიის 4 თანამშრომელზე დისციპლინარული სასჯელი აღიძრა
ამასთან დაკავშირებით, ცნობა მეცნიერებმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღეს. აღნიშული გადაწყვეტილების მიზეზად, სასწავლებლის მხრიდან, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს დაცლაზე, მეცნიერ–თანამშრომლების პროტესტი სახელდება. მათ ბრალად სასწავლებლის შიდა საქმიანობაში ხელის შეშლა ედებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ–თანამშრომლებმა წერილობითი ცნობა 7 ივნისს, საღამოს მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, წინა დღეს, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს დასაცლელად მისულ მუშებს და დაპირისპირება გამოიწვიეს. აღნიშნულს მეცნიერები უარყოფენ.