10 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფოტოგრაფ სერგო ფიდანიანის ფოტოგამოფენა გაიმართა. ახალციხელი ფოტოგრაფის ფოტო-ნამუშევრები ასახავს საქართველოში სომეხი ხალხის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს. ფოტოები გამოირჩევა როგორც მხატვრული ღირებულებითა და მრავალფეროვანი თემატიკით, ასევე ხედვისა და ტექნიკური ნიუანსების თვალსაზრისით. გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ.
...
»»»