ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
 

ჩემპიონატში მონაწილეობას 1997–98 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მიიღებენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდების გარდა, ტურნირზე სომხეთის (გიუმრის შირაკი და ერევნის ნაკრები გუნდები) და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ. პირველობის მოსაპოვებლად 12 გუნდი იბრძოლებს. ფესტივალი 27 ივნისს 15 საათზე გაიხსნება, რომლის დროსაც კულტურული ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი. მაყურებლისათვის გათამაშდება სხვადასხვა პრიზები. გარდა ამისა, დაგეგმილია უფასო კონცერტი ახალციხის ციხეში. ფესტივალი საზეიმოდ 30 ივნისს ახალციხელობის დღესასწაულზე დაიხურება. გამარჯვებული სპორტსმენები ორგანიზატორებისაგან სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან. მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარე წელს დაფუძნდა. ორგანიზატორები მისთვის ტრადიციული სახის მიცემას და ჩემპიონატში სამომავლოდ სხვა მეზობელი ქვეყნების მოწვევასაც აპირებენ. 

| : 0.0/0