ახალციხეში მექანიზაციის ცენტრი ამოქმედდა
მსგავსი მექანიზაციის ცენტრი საქართველოში თორმეტია, აქედან ლაბორატორიული მომსახურება მხოლოდ ექვს მათგანს აქვს.
ამ ეტაპზე შპს „მექანიზატორის ბაზაზე 15 ერთეული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა ირიცხება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მისი რაოდენობა შემოდგომამდე კიდევ გაიზრდება.
ფერმერთა მომსახურებისა და საინფორმაციო ცენტრების გარდა ახლო მომავალში აქვე იქნება აგრო მაღაზია, სადაც ფერმერს ახალი ჯიშებისა და შხამ–ქიმიკატების შეძენა და კონსუილტაციის მიღება შეეძლება. მექანიზაციის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საკვლევ–საცდელ ბაზასაც აწყობენ, სადაც ახალი ჯიშების გამოცდა მოხდება.