სეტყვამ და გრიგალმა ახალციხის გარეუბანში მცხოვრები კეღოშვილების ოჯახი მნიშვნელოვნად აზარალა.
დღეს, საღამოს, ძლიერმა ქარმა მათი ფერმის სახურავის ერთი ნაწილი მოგლიჯა, დანარჩენი კი დაამტვრია.
გრიგალის შედეგად დაინგრა ორსართულიანი მშენებარე სახლიც.
კეღოშვილები ქალაქის გარეუბანში 15 წელია ცხოვრობენ. ოჯახი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.
ქარსა და წვიმას, სეტყვაც დაერთო, რამაც სასოფლო–სამეურნეო კულტურები, მთლია
...
»»»