ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა საზოგადოებას დიალოგის ახალი ფორმატი შესთავაზა
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მათი ინტერესი ძირითადად ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, უბნების გაზიფიკაციას, შიდა გზების აღდგენას და ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შეეხებოდა. შეხვედრას ორგანიზება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია. აქტუალური თემების ირგვლივ შეკითხვების თავმოყრის მიზნით, ცენტრის თანამშრომლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წინასწარ დაუკავშირდნენ და მათ მიერ გაგზავნილი კითხვებიდან 10 შეარჩიეს. დღეს გამართულ შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობა, მედია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებამ ცენტრის ინიციატივა დადებითად შეაფასა და მათი აქტიურობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით, ანალოგიური შეხვედრების გამართვა გადაწყდა.