ახალციხის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა გაიყიდა
ახალციხეში კოსტავას 18–ში მდებარე ადმინისტრაცუილი შენობა და თოჯინების თეატრი გაიყიდა. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის განკარგულებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, შპს „ქროსვეისს" საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა.
პირობების მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისამდე კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში 500 000 ლარი უნდა გადარიცხოს. 2 წელიწადში კი 4623 კვ.მ. ფართობზე მაღალი კლასის სასტუმრო და კაზინო უნდა აშენდეს. ამისათვის „ქროსვეიმა" არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.