ახალციხის სამუსიკო სკოლამ ცნობილ მუსიკოსებს უმასპინძლა
„რეგიონის კულტურის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს, ახალციხეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპოერისა და ბალეტის თეატრის საფორტეპიანო ტრიო „სემპრე" ეწვია. ლელა მჭედლიძემ, თამარ ლიჩელმა და ჰაიკ ბაბაიანმა ახალციხელ მაყურებელს ბეთხოვენის, მენდელსოინისა და ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ცნობილი ნაწარმოებები შეუსრულეს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნული პროგრამა 20 აპრილიდან ხორციელდება, როგორც მუსიკოსები ამბობენ, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია რადგან ახალგაზრდები კლასიკური მუსიკით დაინტერესდებიან და მასში აქტიურად ჩაერთვებიან. რეგიონებში, კულტურის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება და იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.