გარემოს დაცვის მინისტრი დღეს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას ესტუმრა. მოსწავლეებისთვის მინისტრმა გამოფენა მოაწყო. ფოტოებზე აფრიკაში მისი მოგზაურობა და იქაური ველური ბუნებაა აღბეჭდილი. გამოფენასთან ერთად გოგა ხაჩიძემ სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ფილმიც უჩვენა. დოკუმენტურ ფილმში აფრიკულ ველურ ბუნებასთან ერთად, კონტინენტის მკვიდრი ტომების ცხოვრება და წეს–ჩვეულებებია ასახული. პარალელურად მინისტრმა ბავშვებს აფრიკაში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და ბუნების დაცვასა და გაფრთხილებაზე ესაუბრა.გოგა ხაჩიძე ამ კონტინენტზე ერთი წლის წინ იმყოფებოდა. მეხუთე საჯარო სკოლაში დღევანდელმა ღონისძიებამ განსაკუთრებულად ბავშვები დააინტერესა. გამოფენა პირველად თბილისში მოეწყო, ახალციხის შემდეგ კი გარემოს დაცვის მინისტრი ფოტოებისა და ფილმის ჩვენებას ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გამართავს. გოგა ხაჩიძის თქმით, დაინტერესებულ პირების აფრიკის ვიდეო და ფოტო კოლაჟის ნახვა უკვე ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლებათ.