ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. აქ სასმელი წყლის, გარე განათების, კანალიზაციის, დასუფთავების და ყველაზე მეტად, სავალი გზის პრობლემას უჩივიან. აქაურები ამბობენ, რომ წლების მანძილზე პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ხელისუფლებას მიმართავდნენ, თუმცა მხოლოდ დაპირებებს ისმენდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გასული წლის დეკემბერში ახალ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე, ადგილზე პრობლემის არათუ მოსაგვარებლად შესასწავლადაც არავინ მისულა. ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინაც შეხვდნენ, დღეს კი ისინი რეაგირებას ელოდნენ, თუმცა დასახლებაში მათ დასახმარებლად არავინ გამოჩენილა, 20 –მდე ადამიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნული მოთხოვნით ისევ მივიდა. მათ საკითხის გარკვევა გამგებლის მოადგილესთან ავთანდილ თელიაშვილთან სცადეს. რომელიც მოსახლეობას აღნიშნული საკითხის შესწავლას და დახმარებას დაპირდა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, ივანე ახალციხელის ქუჩაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეიქმნება, რომელიც თავდაპირველად პრობლემას შეისწავლის, შესაბამსიი დასკვნის დადების შემდეგ კი კონკრეტული სამუსაოები დაიწყება, თუმცა რა დრო დაჭირდება აღნიშნულს ეს ჯერჯერობით უცნობია, რაც შეეხება პირველად სამუშაოებს და გზის გაწმენდას იმისათვის, რომ გადაადგილება მოსახერხებელი იყოს ხვალიდან დაიწყება.