ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. აქ სასმელი წყლის, გარე განათების, კანალიზაციის, დასუფთავების და ყველაზე მეტად, სავალი გზის პრობლემას უჩივიან. აქაურები ამბობენ, რომ წლების მანძილზე პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ხელისუფლებას მიმართავდნენ, თუმცა მხოლოდ დაპირებებს ისმენდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გასული წლის დეკემბერში ახალ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა ამ დრომ
...
»»»