ჯილეხის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის სამსახურიდან შეტყობინება შევიდა. სააგენტოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე კვლევა ჩაატარეს. ვეტერინარებმა ცხოველის ნარჩენი ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურში ჩააბარეს. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ციმბირული წყლული დაადასტურა.
ვეტერინართა განმარტებით, ციმბირული წყლული სპორედიული დაავადებაა. იგი ძირითადად მსხვილფეხა პირუტყვში ფიქსირდება და უფრო მეტად ზაფხულში აქტიურდება. ფერმერმა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქციანაცია წელიწადში ერთხელ უნდა ჩაატაროს. ინფექცია ცხოველიდან დაავადებული პირუტყვის სისხლის ადამიანის სხეულში მოხვედრის გზით გადაიცემა. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ჯილეხის ბაქტერია სიცოცხლის უნარიანობას 150 წელზე მეტხანს ინარჩუნებს –განმარტავენ სპეციალისტები, ამიტომ დაავადებული პირუტყვი ჯერ უნდა დაიწვას, შემდეგ ნარჩენები დაიმარხოს და სამარხი დაბეტონდეს.