სოფლების დაბაძველისა და ციხის–ძირის ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ახალციხისა და ბორჯომის სახანძრო–სამაშველო რაზმები ხანძრის ლოკალიზებას ერთი დღის მანძილზე ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია ტყის მასივის 10 ჰექტრამდე ფართობი. ტყის მასივში კვამლი პირველად ადგილობრივებმა შენიშნეს, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს გამოუძახეს. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა. მეხანძრეების მუშაობას ტერიტორიაზე წყლის არ ქონა აფერხებდა. როგორც მეხანძრები ამბობენ, ტყის მასივში ხანძარი სავარაუდოდ მინნდვრიდან გახდა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. გარდა ბორჯომისა, დღეს ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის ტერიტორიაზე მდებარე ტყის მასივსაც გაუჩნდა. ისევე როგორც სოფელ ურაველის ტერიტორიაზე, ბორჯომშიც ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როგორც რეგიონის სატყეო სამმართველოში ამბობენ, ამ დრომდე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებული არ არის.