მდინარეში ახალგაზრდა დაიხრჩო
მდინარე ფოცხოვში, სავარაუდოდ, თევზაობის დროს დღეს 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა ახალციხის ხელოვნური ტბის მოპირდაპირე მხარეს მოხდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე ტელეფონი, ტანსაცმელი და ანკესი დახვდათ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა თევზაობის დროს დაიხრჩო. მაშველები ცხედარს, დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდის სხეული საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ფოცხოვში იპოვეს, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამ დროისათვის ცხედარი ახალციხის რაიონულ პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.