მინაძე–ჭაჭარაქში ნათესებს ვეღარ რწყავენ
![](/_nw/4/80298922.jpg)
„მორწყვის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან პრობლემა არასდროს მქონია – აცხადებს მინაძის წყლის სატუმბი სადგურის უფროსი. არამ ელბაქიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან დავალება მიიღო, თანხის წინასწარ გადახდის გარეშე სარწყავი წყალი არავის მისცეს.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ბრძანებას ვერ მიიღებდნენ, რადგან მსგავსი დირექტივა მელიორაციის სამსახურმა უნდა გასცეს“ – აცხადებს ახალციხის მელიორაციის სამსახურის დირექტორი. ჯემალ გიორგაძე ირწმუნება, რომ წყლით სარგებლობის უფლება მას ყველა ფერმერისთვის არ აუკრძალავს. არამ ელბაქიანს მან პირადად დაავალა სარწყავი წყალი იმ ფერმერებს არ მიაწოდოს, რომლებსაც ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ.
მელიორაციის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივებს ჯერ კიდევ გასული, 2014 წლის დავალიანება აქვთ დასაფარი. ფერმერები სარწყავი წყლით სარგებლობას მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ შეძლებენ.