13 ივლისი:
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი დაკავებული პოსტი დატოვა. ამასთან ერთად მან განცხადება დაწერა „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც. იგი პოსტების დატოვების მიზეზად, თბილისიდან ახალ შემოთავაზებებს ასახელებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ თანამდებობებიდან წასვლით კოალიცია „ქართული ოცნება” არ დაუტოვებია. მოადგილის გადადგომაზე მცირე კომენტარი გააკეთა მხარის გუბერნატორმა. აკაკი მაჭუტაძე, კაჭკაჭაშვილის მოადგილის პოსტზე მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა მისი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თანამდებობიდან წასვლას აფასებს ადიგენის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ლობჯანიძისთვის კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო, თუმცა გასაკვირი არა. ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, სწორედ კაჭკაჭაშვილს უკავშირებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგ
...
»»»