არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" ორგანიზებით, დღეს ავლაბრის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. დედაქალაქში გასამგზავრებლად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრება, ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის ტერიტორიიდან დაიწყეს. „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" აქტივისტები თბილისში ასპინძიდან, ადიგენიდან და ახალციხიდან დილის ცხრა საათისათვის გაემგზავრნენ. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის პარალელურად, სპეციალურად გაშლილ კარვებში ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს. აქტივისტებმა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის უფლება მოსილების გადაბარებისაკენ მოუწოდეს, როგორც ისინი ამბობენ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა სწორედ დღეს ამოიწურა. „ერთსულოვნების" წარმომადგენლები, რეზიდენციასთან შტაბის განთავსებას გეგმავენ, სპეციალურად მოწყობილ კარვებში კი 10 დღის მანძილზე დარჩებიან.