სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საგაზაფხულო სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია და 800 000 ნაკვეთია აღწერილი.
დავით კირვალიძის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოებისათვის 600 000-ზე მეტი ადამიანი მინიმუმ 300 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. აღნიშნული პროცესისთვის, მინისტრის თქმით, 600-700 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.