პრობლემები ,,უნიმედი სამცხეში“ და ექიმების აქცია
სამედიცინო ცენტრში პრობლემები იმ პერიოდში დაიწყო, როცა დაწესებულება ,,ალდაგი ბისიაის" შვილობილმა კომპანიამ ,,ჩემი ოჯახის კლინიკამ" 2012 წლის სექტემბრის თვეში სახელმწიფოსაგან ერთ ლარად შეისყიდა, ამის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობის ფასები 4 ჯერ გაძვირდა, ექიმებისა და ექთნების ხელფასს საარსებო მინიმუმი ბევრად აღემატება. ,,უნიმედი სამცხეს" თანამშრომელთა საშუალო ანაზღაურება 25 –დან 80 ლარამდე მერყეობს. მედიკოსები სამედიცინო ცენტრში მედიკამენტების ხარისხსა და მომარაგების პერიოდულობას უჩივიან.
შექმნილი პრობლემებისა და გაძვირებული მომსახურების გამო შემცირდა პაციენტების რაოდენობა. მოსახლეობა მომატებული ტარიფების გამო სამედიცინო ცენტრში მკურნალობას ვერ ახერხებს. სამედიცინო ცენტრში დასაქმებულებისა და დამსაქმებლის ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ამის გამო 17 ექიმს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი შრომის ანაზღაურებას ახალი საკონტრაქტო პირობით აიღებდნენ, რაც ხელფასების გაცემის სხვადასხვა კრიტერიუმს მოიცავს, ექიმები საქმის გაგრძელებას და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას სასამართლოში აპირებენ.