9 800 მეტრი სიგრძის გზა ახალქალაქი –არაქვის მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნა. რამაზ ნიკოლეიშვილმა სამთვიანი მუშაობის შედეგი დადებითად შეაფასა და ყურადღება გზის ხარისხიანობაზე გაამახვილა. აქვე შენდება სამთო სათხილამურო კურორტი, სადაც აღნიშნული გზის საშუალებთ, მეზობელი თურქეთის რესპუბლიკიდან ტურისტები ერთ საათში მოხვდებიან.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონს ჰქონდეს კურორტი ,სადაც უამრავი დამსვენებელი ჩამოვა, რაც შესაბამისად შემოსავალს გაზრდის" – განაცხადა მინისტრმაახალქალაქი–არაქვის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე დაახლოებით 40–მდე სოფელი მდებარეობს. ასევე განთავსებულია სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც. ამ დრომდე მწყობრიდან გამოსული ასფალტის საფარი ადგილობრივების გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. გზის სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ბლექსი გრუფმა" განახორციელა. პროექტი 2011 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. მასში სპეციალისტებთან ერთად 100–მდე ადგილობრივი იყო ჩართულიპროექტის ფარგლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 5 800 000 ლარი დაიხარჯა. რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, გზის რეაბილიტაცია რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.