სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ

ქალაქში არსებული პრობლემების კვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიება, ეს არის იმ პროექტის მიზანი, რომელსაც ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ახალგაზრდების დასაქმება, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, პანდუსების სიმცირე ქალაქში, დანაგვიანებული ტერიტორიები, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომლის შესახებ სკოლის მოსწავლეებმა კითხვები ოლეგ სანდროშვილს დაუსვეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველმა პირმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა ის პრობლემა გადაიჭრება რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა და ამისტვის შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გარდა ამისა დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობაც დაიგეგმა.


 

| : 0.0/0