სამცხე–ჯავახეთში კომედიური ჟანრის ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
სამცხე–ჯავახეთში კომედიური ჟანრის ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ფილმი ფულზე, სიყვარულზე და ეროვნულობის აღორძინებაზეა. მისი ერთ–ერთი გმირი დამწყები რეჟისორია, რომელიც თავისი პირველი ფილმისათვის, სხვადასხვა ქვეყნებში დადის და გამოუცდელ მსახიობებს არჩევს. ხუთი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, ხორვატიისა და საქართველოს წარმომადგენლები ფილმზე უკვე ერთი კვირაა მუშაობენ. ბრიტანელი რეჟისორი ბენ ჰოპკინსისი გადაღებები საქართველოდან კერძოდ კი ახალციხის განახლებული ციხის ტერიტორიიდან დაიწყო. მათ ფილმის გადაღებაში დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ციხის ხელმძღვანელობამ გაუწია. ფილმში მონაწილეობას გერმანიის, რუსეთისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობებიც იღებენ მონაწილეობას. ერთ_ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ყველასათვის ცნობილი ქართველი მსახიობი ლაშა რამიშვილია, რომელიც ყოფილი რუსი ჯარისკაცის როლს ასრულებს. გარდა ცნობილი სახეებისა ფილმში ადგილობრივი მოქალაქეებიც მონაწილეობენ. ისინი ფილმის სხვადსხვა სცენებში მონაწილეობას, შერჩევის გარეშე თავიანთი სურვილით იღებენ. ფილმის გადაღება ახალციხის შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში გაგრძელდა. ფილმის გადაღების იდეა დიდი ბრიტანეთიდან წამოვიდა, იგი საქართველოში ქართულ კინოკომპანიებთან ერთად ხორციელდება. პროდიუსერების თქმით ახალციხესა და ასპინძაში ფილმის გადასაღებად კარგი გარემოა. ფილმის გადაღებები სამცხე–ჯავახეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს თბილისში დასრულდება. რის შემდეგაც ისინი მუშაობას გერმანიაში გააგრძელებენ. ფილმის მაყურებელი ტელეეკრანებზე ერთ წელში იხილავს.