სეტყვა და გრიგალი ახალციხეში
დღეს, საღამოს, ძლიერმა ქარმა მათი ფერმის სახურავის ერთი ნაწილი მოგლიჯა, დანარჩენი კი დაამტვრია.
გრიგალის შედეგად დაინგრა ორსართულიანი მშენებარე სახლიც.
კეღოშვილები ქალაქის გარეუბანში 15 წელია ცხოვრობენ. ოჯახი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.
„სტიქია მხოლოდ ახალციხეში დაფიქსირდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. კომისიის მიერ სიტუაციის შესწავლა უკვე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში გამგეობა მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენს"-განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გელა დემეტრაძემ.