სომეხთა ეპარქიის სამძიმარი საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო დასი და მრევლი მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 9 სამხედრო მოსამსახურემ ჭრილობები მიიღო. დღეს საქართველოში სომეხთა ეპარქიის ტაძრებში გადახდილი იქნა დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.
სომეხთა ეპარქიის პრეს-სამსახური