სოფელ ჭაჭარაქთან სამი ახალგაზრდა მდინარეში დაიხრჩო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან, მტკვარში დაკარგული სამი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. მათ შორის ერთი მათგანი ჭაჭარაქში სტუმრად იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი ორი, ჭაჭარაქის მკვიდრი და-ძმანი არიან. მათი ასაკი 19, 20 და 22 წელია.
მაშველებმა მდინარიდან, თავდაპირველად, ახალგაზრდა მამაკაცის, შემდეგ კი გოგონების ცხედრები ამოიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 23 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა. საბანაოდ შესული ექვსი ახალგაზრდა მდინარეში ღრმად შევიდა. ისინი წყალში ჩავარდნენ. სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა უვნებლად მოახერხა, სამი კი მტკვარმა წაიღო.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედრები შემთხვევიდან, დაახლოებით, 20 წუთში იპოვეს.
"ცურვა არცერთმა ვიცოდით. მდინარეში საბანაოდ შევედით, რომელიც ერთ ადგილზე ღრმა აღმოჩნდა და წყალში ჩავცვივდით. სამი მდინარემ გაიტაცა, ჩვენ ხელის ჩაკიდება მოვასწარით და ნაპირამდე ასე გამოვედით. სულ ექვსნი ვიყავით " - ჰყვება ჭაჭარაქის მკვიდრი ა. ი.
გარდაცვლილები ახალციხის რაიონულ პროზექტურაში გადაასვენეს.