სოფელი ხერთვისი შესაძლოა დაიტბოროს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისი შესაძლოა დაიტბოროს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ფარვანი ჰესის“ მშენებლობის შემდეგ მტკვრისა და ფარავნის შესართავთან არსებული მონაკვეთი მოსახლეობისთვის საფრთხეს შეიცავს. მას შემდეგ, რაც მდინარე ფარავანს ჰესის ამოქმედებისთვის გამოიყენებენ, წყლის დიდი ნაკადი მტკვარს დაემატება, რაც დატბორვის საშიშროებას გაზრდის. ბუნებრივი წინაღობა, მდინარე ფარავნის სახით, მტკვარს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს და მდინარე მიმართულებას მთელი ძალით ახლადგაკეთებული ჯებირისკენ აიღებს.
აღნიშნული ჯებირი ადილობრივების მოთხოვნის შემდეგ კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯიმ“ გააკეთა. თუმცა ხერთვისის მკვიდრები განმარტავენ, რომ ჯებირი მყარი არ არის და დატბორვის საშიშროება ისევ არსებობს. მაცხოვრებლები იმასაც ირწმუნებიან, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება პროექტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო, თუმცა შემდეგ ამოიღეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, გამგეობის თხოვნის შემდეგ ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო. გიორგი თეგეტაშვილი ირწმუნება, რომ ქვის ჯებირი გამძლეა და აღნიშნულ ტერიტორიას დატბორვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ფარავანი ჰესს“, მისი მშენებლობა დასრულებულია. ამ დროისათვის აქ სატესტო სამუშაოები მიმდინარეობს. გაუძლებს თუ არა ჯებირი მდინარეების –მტკვრისა და ფარავნის ძლიერ ნაკადს, ეს ცნობილი ჰესის ამოქმედების შემდეგ გახდება. ოფიციალური ინფორმაციით, 89 მეგავატი სიმძლავრის „ფარავანი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2015 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს.