სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციასა და სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარების სააგენტოს ასოციაციის დირექტორი განმარტავს, შეხვედრაზე გამგებლებს სამომავლო გეგმები გააცნოდა და მუნიციპალური განვითარების გეგმის დამუშავებაზე ესაუბრა. ნანა ზუბაშვილის თქმით ბიუჯეტირებამდე ყველა მუნიციპალიტეტში სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს , რომელშიც ასახული იქნება განსახორციელებელი პროექტები, რათა მან დონორ ორგანიზაციებს წარუდგინოს. ზუბაშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებს მოტივაცია აკლიათ, რათა სააგენტო გამოიყენონ, როგორც მათი პარტნიორი ორგანიზაცია. სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას, რეგიონის გუბერნატორიც დაესწრო. აკაკი მაჭუტაძის თქმით, მუნიციპალიტეტები დახმარებას კომპეტენტური სააგენტოსგან ელოდებიან. რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციია მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან და თვითმართველი ქალაქის მერთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამარტთავს. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის სოციალურ–ეკონომიკური პასპორტები
...
»»»