უნიკალური აღმოჩენა თმოგვში
ნაპოვნია 200 მდე მეგალითური ალკდამა. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ნამოსახლარებს,სარიტუალო და საკულტო მოედნებს.
მეცნიერების თქმით, ტერიტორია საფუძვლიანად შესწავლილი არ არის და შესაძლოა აქ სხვა არქეოლოგიური ძეგლებიცაღმოჩნდეს.
ტერიტორიის შესწავლა პირველად სამოცდაათიან წლებში დაიწყო. ექსპედიცია თმოგვს გასულ წელაც ესტუმრა, თუმცა არქეოლოგებს სამარხები არ გაუხსნიათ. მათ მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.
მეცნიერთა მტკიცებით, ასპინძის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი ყორღანული ველი თავისი კონსტრუქციით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა ყორღანებისაგან სრულიად განსხვავებულია. ეს მეგალითური წყობის, ანუ, წრიული ქვაყრილის ქვეშ განლაგებული აკლდამაა, რომელშიც მიცვალებულები არიან დაკრძალული.