ახალციხის თვითმმართველობაში საპრეტენზიო კომისიამ განაცხადების განხილვის მეორე ეტაპი დაიწყო
კომისიის წევრთა თქმით ამ ეტაპზე 8 განცხადებაა შესული. არარატ ჩახოიანმა, მეგი კაჭკაჭაშვილმა, ეკა ტატალაშვილმა, ავთო თელიაშვილმა, ბესიკ მიქელაძემ, შოთა შენგელიამ და ბიჭიკო მოდებაძემ სპეციალურად შექმნილ კომისიას დახმარებისათვის მიმართეს და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. კომისიში ამბობენ, რომ განცხადებების განხილვა სამი დღის ვადაში მოხდება. გაივლიან თუ არა ხელახლა გასაუბრებას აღნიშნული პირები ცნობილი ახლო მომავალში გახდება. კომისია მუშაობას მას შემდეგ დაასრულებს, როდესაც ყველა ვაკანტური თანამდებობა შეივსება. შეგახსენებთ, რომ მათ, ვინც ახალციხის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული კონკურსი წარმატებით ვერ გაიარეს, საშუალება აქვთ შედეგები გაასაჩივრონ. სპეციალურად ამისათვის ადგილობრივ ხელისუფლებაში საპრეტენზიო საატესტაციო კომისია შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა ფრაქციების თავმჯდომარეებისგან დაკომპლექტდა. ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიამ სულ 12 განაცხადი განიხილა. გამგეობის თანამშრომლების ნაწილმა დაკავებული პოზიციები კონკურსის საფუძველზე დატოვა. . მათ თანამდებობებზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაახლოებით 15 ახალი კადრი დანიშნა. 71 პოზიციიდან ამჟამად 65 უკვე დაკავებულია.
| : 0.0/0