ბაღებში სწავლა დაიწყო
სამთვიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში სწავლა დაიწყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნომერ პირველ, მესამე მეხუთე და მეექვსე ბაგა ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაასრულა. ბაგა–ბაღებში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა შეამოწმა. მისი თქმით გარდა ეზოებისა, შენობები კაპიტალურად მოწესრიგდა. გარკვეული პრობლემები გაჩნა რამოდენიმე ბაგა–ბაღში და პირველადი მომხარების ნივთებით აღჭურვა ვერ მოხერხდა. მისი თქმით ამის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფულადი თანხით დაჯარიმდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ბაგა–ბაღში მიმდინარეობდა. ნომერ პირველ, მესამე მეხუთე და მეექვეს სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები სრულად განახლდა, სამუსაოები კი შ.პ.ს „მოდერნ დიზაინმა“ განახორციელა. კომპანიამ ოთხი საბავშვო ბაღის სრულად რეაბილიტაცისათვის ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა.
| : 0.0/0