მ ო წ ო დ ე ბ ა
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,
„საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ემოციურობისგან და იმ ქმედებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ როგორც საქართველოს სომხობას მთლიანობაში, ასევე მის იმიჯს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ როგორი პრობლემებიც არ უნდა წამოიწიოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სათვისტომომ, საერთო სიკეთისთვის, უნდა შეძლოს იპოვოს საკუთარ თავში ძალა ყველა არსებული პრობლემის დიალოგის გზით მოსაგვარებლად. დაუშვებელია, რომ მზგავსი თემები სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც საქართველოს სომხობის ნაწილად არ გვევლინებიან, საჯარო განხილვის საგნად იქცნენ.

მხოლოდ ერთობით და ურთიერთგაგებით, ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ის უამრავი გამოწვევები და სიძნელეები, რომლებიც დღეს საქართველოს სომხობის წინაშე დგანან.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო


armenian-community.ge

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მისამართით რამდენიმე ბრალდება გაისმა, რომელზეც ეპარქიამ იგივე მედიასაშუალების მეშვეობით გამოეხმაურა.
| : 0.0/0