ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ახალციხეში
მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი ახალციხეს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, ცენტრალური სტადიონი დაათვალიერა. სტუმრებმა არქიტექტორებთან ერთად აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. საცურაო აუზი, სარბენი ბილიკი, სტადიონი, თანამედროვე სტანდარტის სხვადსხვა სპორტული დანადგარები,ეს ის ჩამონათვალია, რისი შესრულებაც მიმდინარე წელს იგეგმება. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა–რეაბილიტაცია „მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციასთან“ ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის თანაფინანსებით განხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით სამუშაოებისათვის ადგილობრივი თვიტმართველობა 300 000 ლარს გამოყოფს. სპორტულ დაწესებულებაში პირველ ეტაპზე, შვეიცარიული კომპანია „ნორდიკის“ მიერ სატყორცნი და სხვა ტექნიკური სექტორების გაკეთება იგეგმება. 2015 წლის გაზაფხულიდან კი ობიექტზე რვა ბილიკიანი სარბენი მოედანი მოეწყობა. ახალციხის ცენტრალური სტადიონი, რომლის სრული რეაბილიტაცია მოხდება 4 ჰექტრამდეაა. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციოის ინფიორმაციით სპორტული კომპლექსიის მშენებლობაში მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყება მარტის თვის ბოლოსთვის იგეგმება.
| : 0.0/0