ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი
21 თებერვალს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმიდესმა გარეგინ მეორემ მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მის უწმიდესობას წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობა, კერძოდ შეეხო ბოლო პერიოდში მასმედიისა და სხვადასხვა პირთა მიერ ეპარქიის მოღვაწეობაზე გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. წინამძღვარმა აუწყო მის უწმიდესობას, რომ მიუხედავად ეპარქიის მოღვაწეობის შესახებ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს თავის ჩვეულ მისიას, ხელმძღვანელობს კანონიკურად და იურიდიულად მიღებული პრინციპებით.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წრეებში ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველივე ეჭვის გასაქარვებლად, საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს წარედგინა თხოვნა - დაინიშნოს კომისია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოღვაწეობისა და არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად.

უწმიდესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, ხოსცშესხმული ენერგიული მოღვაწეობისათვის, კურთხევის სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარსა და სასულიერო დასს. უწმიდესმა თავისი რჩევა-დარიგებით ეპარქიის წინამძღვარს მოუწოდა გულმოდგინედ გააგრძელოს წინამძღვრობა, საქართველოს სომეხ მორწმუნეთა ეროვნული და სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა თავისი სიყვარული გამოუხატა საქართველოს ღვთისმოსავ სომეხ მოსახლეობას, ეროვნულ-საეკლესიო ცხოვრებაში ერთგული მონაწილეობისათვის.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოიცემა შესაბამისი განკარგულებები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს სამსახური
| : 0.0/0