საქართველოს მაშტაბით მოსახლეობის აღწერა იწყება
საქართველოს მაშტაბით მოსახლეობის აღწერა იწყება. მაგასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში რეგისტრატორების ტრენინგი გაიმართა. ტრენინგების დასრულების შემდეგ 3–დან 17 მარტის ჩათვლით ყველა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობა იქნება შერმოივლილი. აღნიშნული ღონისძიება საქსტატის მიერ ხორცილედება, რომელიც მიზნად ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის დადგენას ისახავს. საქსტატის წარმომადგენლების განცხადებით მოსახლეობის აღწერა ნოემბრის თვეში უფრო დეტალურად გაგრძელდება, რა დროსაც რეგისტრატორები სქემატური გეგმის მეშვეობით, საველე სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებენ. ამ პროცესებში მთელი საქართველოს მაშტაბით 5 000–ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის სამცხე –ჯავახეთიდან 230 რეგისტრატორი, 20 ლოკალური და 6 მუნიციპალური ზედამხედველი.
| : 0.0/0