ცვლილებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტში რამდენიმე სიახლე დაინერგება ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათი თქმით, 2014 წელს მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც მიმდინარე წელს დაიწყება და დასრულდება. უწყების გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელვადიან სამუშოებს არ უნდა ითვალისწინებდეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყოფის კუთხით უნდა იყოს გათვლილი. გამარტივდა პროექტთა დამტკიცების პროცედურაც. თითოეული პროექტის განხილვა და შეთანხმება, მთვარობის წარმომადგენელთა ნაცვლად ამიერიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოხდება. თითქმის უცვლელი დარჩა დაფინანსების პროცედურა. სოფელი , სადაც 1–დან 200–მდე ადამინი ცხოვრობს სახელმწიფოსგან დაფინანსების სახით 4000 ლარს მიიღებს. 201–დან 400–მაცხოვრებლამდე 5000 ლარს, 401– დან 1000–ადამიანამდე 8000 ლარს, ხოლო 1000 და მეტი მაცხოვრებლის შემთხვევაში 12000 ლარით დაფინანსდება.
| : 0.0/0