შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, სნაიპერული შაშხანები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ჯარისკაცის სრული საბრძოლო აღჭურვილობა – ეს იმ სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალია, რომლიც ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი იყო წარმოდგენილი. მსურველებს ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა დილის რვა საათიდან ჰქონდათ. გარდა ამისა, ადგილობრივებს სასწარაფო, სახანძრო და საპატრულო აღჭურვილობის ნახვაც შეეძლოთ. ღონისძიებები დღის თორმეტი საათიდან ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაგრძელდა. სპორტული ღონისძიებები გარბენში, ჭიდაობასა და ჭადრაკში გაიმართა. ასევე მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა.. გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენები, ღვინის ფესტივალი და ასფალტზე ხატვა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი მათ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟრაძე, ოთო ნემსაძე, მარიკო ებრალიძე და „ჯგუფი სანო
...
»»»