2014 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში წარუდგინა.
სახალხო დამცველმა 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა ვრცელი, საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები.
შეხვედრაზე სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა გაამახვილა ყურადღება, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებულ დისკრიმინაციაზე და აღნიშნა, რომ სომხური, კათოლიკური და სხვა უმცირესობათა კუთვნილი უამრავი ტაძარი მითვისებულია და გამოიყენება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ტაძრების განადგურების, მათ შორის, თბილისის ცენტრში მუღნეცოც სურბ გევორგ მე-14 საუკუნის ტაძრის ჩამონგრევისა და სურბ ნშან მე-18
...
»»»