"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები ახალქალაქს ესტუმრნენ
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქს ესტუმრნენ. წევრები "არასაპარლამენტო" ოპოზიციის" პარტიული სიის და ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახეს. კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მასათანავე მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და არჩევნებში გამარჯვების სემთხვევაში დახმარებაც აღუთქვეს. როგორც ბლოკის ლიდერებმა განაცხადეს ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის განწყობა საშუალებას იძლევა ითქვას, რომ აქ ოპოზიციას და კონკრეტულად ბლოკს – "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ამომრჩევლის მხარდაჭერის დიდი იმედი შეიძლება ჰქონდეს. „სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღწევისათვის“ განაცხადეს სტუმრებმა.
| : 0.0/0