დაბა ასპინძაში გაიხსნა სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო
პირველად სამცხე–ჯავახეთში, სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაბა ასპინძაში გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდსარტებით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტთ, სპორტული დარბაზით, სასადილოთი , სავარჯიშო განყოფილობისა და, რაც მთავარია უახლესი სამხედრო აღჭურვილობით. გახსნის ცერემონიას უწყების პირველი პირი ვახტანგ გომელაური, პრემიერ– მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები და მხარის გუბერნატორი დაესწრნენ. მათ სამმართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ობიექტის ფუნქციონირება რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.
პრემიერ–მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნასთან ერთად, სპეციალურ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცეს. და ღირსების მედლებით პოლიციელები დააჯილდოვეს. ახალი ბაზის გახსნას ასპინძაში, მთავრობის წევრებთან ერთად, ევროკავშირის დიპლპმატიური კორპუსის, აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ასპინძაში სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მშენებლობა 2013 წლიდან, ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. შსს–ს ბაზის მშენებლობა ასპინძაში 2014 წელს დასრულდა, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.