2015 წლის 2 მარტს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ღონისძიებების საკოორდინაციო კომიტეტის რეგიონალური, საქართველოს კომიტეტის მორიგი სხდომა, გაფართოებული შემადგენლობით.
სხდომის მუშაობას მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა.
გაფართოებული სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კომიტეტის სახელით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - იური ვარდანიანს, და საელჩოს მთელ პერსონალს მიულოცა დიპლომატის დღე.
კომიტეტმა განიხილა აპრილის ღონისძიებები დედა სამშობლოსა და საქართველოში, მომავალი ნაბიჯები, 23 და 24 აპრილს თბილისსა და სომხებით დასახლებულ რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებების საჭირო აქსესუარებით უზრუნველყოფის საკითხი.
კომიტეტის თავმჯდომარემ მკაფიო გრაფიკით წარმოადგინა საქართველოში, ქრისტიანული კონფესიების ეკლესიებში ეკუმენური ლოცვის და ხსოვნის სა
...
»»»