2015 წლის 23 თებერვალს, თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საზოგადოებას წარუდგინა 2014 წელს შესრულებული სამუშაოები და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სტრატეგია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას წარმოადგენდნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.
სააგენტოს საქმიანობისა და რელიგიურ თემებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სხვებმა.
თავის გამოსვლაში მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა შეაფასა რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შე
...
»»»