საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მამამ ისაუბრა ეპარქიის პრობლემების შესახებ
2015 წლის 23 თებერვალს, თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საზოგადოებას წარუდგინა 2014 წელს შესრულებული სამუშაოები და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სტრატეგია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას წარმოადგენდნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.
სააგენტოს საქმიანობისა და რელიგიურ თემებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სხვებმა.
თავის გამოსვლაში მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა შეაფასა რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა და მოღვაწეობა საქართველოს რელიგიურ თემებში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და მოუწოდა, რომ რელიგიური თემებისთვის ეკლესიების დაბრუნების მექანიზმები შეუსაბამონ საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ მექანიზმებსა და პრინციპებს, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა ასევე რელიგიური თემების შესახებ კანონის მიღების საჭიროებას.
სულიერმა მამამ დააყენა ასევე 2014 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერის სერიოზული ნაკლოვანებების საკითხი და ინიციატივით გამოვიდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების განაწილებისას გაითვალისწინონ რელიგიური თემისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები, და არა მოქმედ ეკლესიათა ან სასულიერო პირთა რაოდენობა.
მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სახელით განაცხადა, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია განაგრძობს თანამშრომლობას რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მის ხელმძღვანელთან.