სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა
სოფლის მეურნეობის მინისტრის სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. ოთარ დანელიამ ახალციხის მექანიზაციის სერვის–ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში არსებული ტექნიკითა და პირობებით დაინტერესდა. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის ახალციხის მასშტაბით, 132 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა.
ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში, უწყების პირველმა პირმა ქალაქში არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურიც მოინახულა. ოთარ დანელიას თქმით, ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალციხის შემდეგ ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა. ოთარ დანელიამ საწარმოები და კოოოპერატივები დაათვალიერა და მათი მუშაობით დაინტერესდა. უწყების პირველმა პირმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ნინოწმინდაში დაასრულა, სადაც მან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები მოინახულა.