თამარ სანიკიძე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გასაცნობად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხეს ესტუმრა. თამარ სანიკიძე და სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„იმისათვის რომ პედაგოგი პროფესიულად განვითარდეს, მან ოთხი საფეხური უნდა გაიაროს, ახლო მომავალში კი მასწავლებლობა ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდება“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ შეხვედრაზე. მინისტრმა განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და საქართველოში არსებული უნივერსიტეტების როლზეც ისაუბრა.
შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააჟღერეს და სქემის დადებით და უარყოფით კუთხეზე ისაუბრეს.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერებსი მინისტრი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ არალში გაგემგზავრა, სადაც სოფელ არლის მშენებარე სკოლა დაათვალიერა. თამარ სანიკიძის თქმით ახალი სკოლა სრულიად ადაპტირებული იქნება და აღიჭურვება ახალი ინფრასტრუქტურით.