თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებმა დღეს ბაკურიანში შეხვედრა გამართეს
დემოკრატიული კულტურა და პოლიტიკური პროცესები თანამედროვე საქართველოში, ეს ის მთავარი საკითხებია რაზეც დღეს ბაკურიანში სასტუმრო ,,ვერე პალასში" გამართულ შეხვედრაზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. სემინარს ორგანიზება ევროპის საბჭომ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ და საქართველოსა და სომხეთში შვეიცარიის საელჩომ გაუწიეს. გამოსაშვები წლის ბოლო სემინარი რეზო თაბუკაშვილის დაბადების 85 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა წელს 35–მა ადამიანმა დაამთავრა, რომლებიც ოქტომბრის თვეში სტარსბურგში გაემგზავრებიან, ისინი მონაწილეობას დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღებენ სადაც გლობალურ საკითხებზე იმსჯელებენ. . თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 10 წლის წინ დაარსდა, მისი მიზანია საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა ერთად შექმნან სამართლებრივი სახელმწიფო და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.