• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
თავდასხმა სომხურ ეკლესიაზე თბილისში
თავდასხმა სომხურ ეკლესიაზე თბილისში
20.07.2014
2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც ვითომდა მას ხელს უშლიდა მანევრირებაში. ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს მანქანა. მღვდელმსახური შევიდა სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ დროს ეზოში იყვნენ ახალგაზრდა დიაკვნები, რომლებმაც მოისმინეს, თუ მამაკაცი როგორ იგინებოდა სომხების მისამართით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის. ამ ხმების გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.

აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემო ... »»»
>>>
ახალციხეს სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ესტუმრა
ახალციხეს სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ესტუმრა
18.07.2014
18 ივლისს საქართველოსა და სომხეთის კულტურული სფეროების წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ. არაოფიციალური ვიზიტით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და სოხეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, არევიკ სამუელიანმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე ტეოდორეს შეხვდნენ, შემდეგ რატბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკუტრი ტაზარი მოინახულეს და რაბათის ისტორიული კომპლექსი დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის განმარტებით, ახალციხის ტერიტორიაზე სომხური ისტორიული ძეგლების ნაშთებიცაა , შესაბამისად ვიზიტის დროს სტუმრებმა საფლავის ქვები ანუ ხაჩკარები ნახეს. ნიკა ანთიძის თქმით ვიზიტი ნაყოფიერი და შედეგის მომტანი აღმოჩნდა. რაბათის ისტორიულ კომპლექსში ქართველ და სომეხ სტუმრებს ქალაქის მერმა და ციხის ადმინისტრაციამ უმასპინძლა. გიორგი კოპაძის თქმიტ, მსგავსი ტიპის ურთიერთ თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ფაქტა. სტუმრები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის დასასრულს ისინი ვარძიაში გაემგზავრნენ, სადაც ისტორიულ ... »»»
>>>
ახალციხეში თვითმმართველი თემის საკრებულო დამტკიცებულია
ახალციხეში თვითმმართველი თემის საკრებულო დამტკიცებულია
15.07.2014
ახალციხის თემში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. კენჭისყრა დარბაზში განთავსებულ სპეციალურ კაბინებში მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრის დავით ლომიძის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 22 ორმა წევრმა დაუჭირა, მას ნდობა არ გამოუცხადა შვიდმა მათგანმა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ჩაითვალა. დავით ლომიძის მოადგილედ საკრებულომ ასვე კოალიციის წევრი გელა ნოზაძე აირჩა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ მის ამ პოსტზე დასახელება მოულოდნელი იყო, შესაბამისად მას კონკრეტული სამუშაო გეგმა არ აქვს. დავით ლომიძის თქმით, სოფლის მოსახლეობის ინტერესებზე იზრუნებს, რადგან ამ კუთხით შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. იგი სხვადსხვა დროს სწორედ სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობდა.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუსახელებია, უმცირესობაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას. მაკა სუდაძე განმარტავს, რომ მათი კანდიდატი საკრებულოს წევრებისაგან მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებდა. ისევე როგორ ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა მაკა სუდაძემაც რეგლამენტის მიღებაში მონაწილეობაზე თავი შეიკავა. მ ... »»»
>>>
ვარძიის გადარჩენის მიზნით გამართული კონფერენცია გურამ ოდიშარიამ გახსნა
ვარძიის გადარჩენის მიზნით გამართული კონფერენცია გურამ ოდიშარიამ გახსნა
08.07.2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ვარძიას სტუმრობს. გურამ ოდიშარიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ დღეს ვარძიაში ისტორიული ძეგლის გადარჩენის მიზნით გამართული კონფერენცია გახსნეს.

კონფერენციაზე ქართველ მომხსენებლებთან ერთად იმყოფება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეც. საგანგებო სტუმრის სტატუსით კი იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინია მიწვეული.

კონფერენციაზე განხილული იქნება სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანსაც ვარძიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობანი ძეგლის გადარჩენა წარმოადგენს.

ვარძიაში ქვათა ცვენის შეჩერებისა და მისი გადარჩენის მიზნით, სამდღიანი ვორქშოპი 7 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორგანიზებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს.
>>>
სტიქია ახალციხეში
სტიქია ახალციხეში
06.07.2014
დაახლოებით, 16:00 საათზე ძლიერმა ქარმა ახალციხეში რუსთაველის ქუჩის 102 ნომერში მდებარე მრავალსართულიან კოსპუსს სახურავი გადახადა. ამას ზედ წვიმაც დაერთო და მეხუთე სართულზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელში წყალი ჩაუვიდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავის შეცვლის სამუშაოები თავის დროზე ხარვეზებით შესრულდა და დღეისათვის ეს შედეგი სწორედ ამიტომ მიიღეს.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც კორპუსზე დარჩენილი სახურავი გაამაგრეს და ქარისგან გადმოყრილი თუნუქის ფურცელი და ხის მასალა მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები შპს „მელიზამ“ შეასრულა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალ გამგებელს ეკუთვნის, თუმცა ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ კომპანიასთან აღარაფერი აკავშირებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, არ იცის აღნიშნული ფირმა ვის მფლობელობაშია, თუმცა ირწმუნება, რომ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და შენობა უმოკლეს დროში დაიხურება.

სტიქიის გამო დღის მეორე ნახევარში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზ ... »»»
>>>
საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს გაიმართება
საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს გაიმართება
05.07.2014
2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნუიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება.

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ახალციხეში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრები ოფიციალურად დასახელდებიან. თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრების წარდგენა კი ამავე დღეს 15:00 საათზე მოხდება. თეა გავაშელი ამბობს, რომ სხდომის გახსნისას იგი წევრებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს წარუდგენს და მათ შემადგენლობას დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში როგორც თვითმართველი ქალაქის საკრებულოში ხუთი მაჟორიტარული და ათი პროპორციული სისტემით არჩეული წევრი შევა, რომელიც სამი პარტიის: „ქართული ოცნების“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელებისაგან დაკომლპექტდება.

რაც შეეხება თვითმართველი თემის საკრებულოს, საკანონმდებლო ორგანოს 15 მაჟორიტარული და ამავე რაოდენობის პროპორციული სისტემით არჩეული წევრი ეყოლება, თუმცა მათ შემადგენლობაში მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შევლენ.
>>>
„აწარმოე საქართველოში“ – სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
„აწარმოე საქართველოში“ – სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
04.07.2014
,,აწარმოე საქართველოში“– ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომლის თაობაზეც დღეს ახალციხეში პრეზენტაცია გაიმართა. იგი მიზნად სამცხე–ჯავახეთში მოქმედი მეწარმეები ინფორმირებას ისახავდა. პროექტი რეგიონის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა გააცნო. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანი პირობებით ახალი საწარმოების შექმნას გულისხმობს.

მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა განვითარდეს და ახალი საწარმოები შეიქმნას.

სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციას სამინისტროს წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მართავენ. დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა გაუწია. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირები და მეწარმეები იყვნენ ჩართულნი.

სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. იგი მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება–გადამუშა ... »»»
>>>
ახალციხის ბაღებში სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა შეწყდა
01.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაგა–ბაღში სწავლა შეწყდა, ამის მიზეზად კი გამგეობაში რეორგანიზაციას ასახელებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორის ნანა გელაშვილის განმარტებით მიმდინარე ცვლილებების გამო შესყიდვების სააგენტოსთან გარკვეული პრობლემები გაჩნდა. მისივე მტკიცებით, ბაღებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ტენდერი მთელი წლით იყო გამოცხადებული, თუმცა ქალაქისა და თემის გაყოფვის შედეგ ხარვეზები მაინც შეიქმნა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პრობლემის მოგვარება სთხოვა. ნანა გელაშვილის თქმით, როდის აღდგება ბაღებში სწავლა ეს წერილის პასუხზეა დამოკიდებული.

ასევე, რეორგანიზაციის გამო ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებლებათა გაერთიანება ორად გაიყო. სოფლის ბაგა–ბაღები ერთ დაწესებულებაში გაერთიანდებიან, ხოლო, ახალციხის ბაგა–ბაღები მეორეში. ორივე მათგანს კი თავისი საშტატო ერთეული და ბიუჯეტი ექნება და თავიანთი ხელმძღვანელები ეყოლება. ამ ეტაპზე თვითმმართველ ქალაქში გაერთიანების ხელმძღვანელად კვლავ ნანა გელაშვილი, რ ... »»»
>>>
ჯავახეთის სომხები ქვეყნის ევროინტეგრაციას მიესალმებიან
ჯავახეთის სომხები ქვეყნის ევროინტეგრაციას მიესალმებიან
01.07.2014
27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც ევროპული სტრუქტურების წინაშე ქართული სახელმწიფოს ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო. ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს -პოლიტიკური თანამშრომლობა, დარგობრივი თანამშრომლობა და თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში თანამშრომლობა.

ასოციირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი რეფორმების გატარებას შემდეგ სფეროებში გულისხმობს: ევროპული ფასეულობების დაცვა და გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარების მიმართულებით თანამშრომლობა, რეგიონალური სტაბილურობა და სხვა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან -ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ს ... »»»
>>>
ახალციხის საკრებულომ პრემიის მიღებაზე ბრძანება მეორედ გასცა
ახალციხის საკრებულომ პრემიის მიღებაზე ბრძანება მეორედ გასცა
26.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო პრემიების განმეორებით სახელფასო დანამატს ითხოვს. პრემიების ხელმეორედ გაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხელს არ აწერს. მალხაზ ჟუჟნაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულბების გაყოფასთან დაკავშიებით, კოლოსალური სამუშოს შესრულებისათვის, საკრებულოს ყველა თანამშრომელსა და გამგეობის წევრთა 30%–ზე, 100% –იანი სახელფასო დანამატი 17 ივნისს გაიცა, 20 ივნისს კი მან პრემიების დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯომარისგან ხელახალი ბრძანება მიიღო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ 100%–იანი სახელფასო დანამატის ინიციატივა ბიუროში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ დააყენა, რასაც ბიუროს ყველა წევრი დაეთანხმა, რის შესაბამისადაც საკრებულოს თავმჯოდმარემ სახელფასო დანამატის თაობაზე ბრძანება გამოსცა.

სახელფასო დანამატის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძნება, სახელფასო საშტატო განრიგთან და ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად გამგეობაში გადაიგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს იურისტი ირინა ყურმაშვილი ამბობს, რომ გამგებლის მხირდან საკრებულოს თავმჯდომრის ბრძანების აღუსრულ ... »»»
>>>
ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი დაიწერა
ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი დაიწერა
25.06.2014
37 ახალციხის საარჩევნო ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოეწერა. ოლქის თავმჯდომარემ კომისიის ცამეტივე წევრთან ერთან ოქმები შეაჯამა და იმ კანდიდატების ვინაობა დაასახელა, ვინც თვითმართველობის არჩევნებზე 4 % –იანი ბარიერი გადალახა.

24 ხელმოწერილი ოქმი ხვალ უკვე ცენტრალურ საარჩვენო კომისიას გადაეგზავნება. კოდექსით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში კი ახალციხის საოლქო კომისია თვითმართველ ქალაქსა და თემში ხელმძღვანელ პირებსა და საკრებულოს წევრებს წარადგენს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი განმარტავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემაჯამებელ ოქმებთან ერთად, სამაგიდო სიის დალუქული პაკეტებიც გადაეცემა.

37 ახალციხის საარჩევნო ოლქში სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. მოსახლეობამ ახალციხეში მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩია.
>>>
ჯავახეთში შესრულდა ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი
ჯავახეთში შესრულდა ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი
25.06.2014
ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაგიალში 24 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა სოფლის დანგრეული უძველესი „სურბ ხაჩ“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი.

დიდი არაგიალი ნინოწმინდის რაიონის ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელთა წინაპრები 1830 წელს გადმოსახლდნენ ერზრუმის პროვინციის სოფელ ბრთუნქიდან. სოფელი მდებარეობს ჯავახეთის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თაფარვან მდინარის მარცხენა ნაპირზე. 1840 წლიდან მოიხსენიება სოფლის ხით ნაშენი ეკლესია, რის შემდეგაც სოფლის მცხოვრებნი თავიანთი სახსრებით აშენებენ „სურბ ხაჩ“ (წმინდა ჯვრის) სახელობის ეკლესიას.

დიდი არაგიალის დანგრეული ეკლესიის ადგილზე აშენდება ბაზილიკური გუმბათოვანი ეკლესია, რომლის მშენებლობისას გამოიყენებენ ძველი ეკლესიის ქვებს.

ეკლესიის ქველმოქმედება იკისრეს წარმოშობით არაგიალელმა, ამჟამად რუსეთის ფედერაციაში დამკვიდრებულმა მეუღლეებმა - არტურ და აიდა ისოიანებმა. არტურ ისოიანი საქართველოს სომეხ მწერ ... »»»
>>>
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
25.06.2014
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა. არდაჰანის გუბერნიის წარმომადგენლებმა ახალციხეში ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან დაიწყეს. ორი ქვეყნისა და მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გაიმართა. სტუმრები მხარეში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით, ბუნებრივი რესურსებითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ.

მეზობელი რეგიონის წარმოამდგენლეთა ოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა. აქ სტუმრებმა უმაღლესი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად თუქრული ენის კაბინეტები დაათვალიერეს და სტუდენტთა აქტივობაზე ისაუბრეს.

დღის მეორე ნახევარში ახალციხემ მეზობელი ქვეყნის კიდევ 60 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. მათი და ადგილობრივი ბიზნესმენების მონაწლეობით უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესფორუმი გაიმართა.
თურქეთის რეგიონების: არდაჰანის, ფოსოფისა და ბურსას ხელმძღვანელმა პირებმა დღესვე რაბათის ისტორიული კომპლექსი მოინახულეს. მათი ოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის მხარეში ბორჯომში დასრულდა, სადაც დელეგაციამ მინერალური წყლების ქარხანა დაათვალიერა.
>>>
ბორჯომის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
ბორჯომის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
21.06.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლელმა დღეს თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. დიმიტრი ბერიძეს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ყიფიანი ჩაანაცვლებს. აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და სამსახურიდან წასვლის თაობაზე ბერიძის განცხადება დააკმაყოფილეს.

საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სხდომაზე დღეს 15 საკითხი განიხილეს. მათ შორის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის ფართის გამოყოფა, სახანძრო სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია. ასევე ერთ–ერთი აქტუალური საკითხი იყო ბორჯომში არსებული ისტორიული ძეგლებისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა.

დღევანდელი სხდომით 2010 წელს მოწვეული საკრებულოს მუშაობა დასრულდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანო 21 წევრით იყო დაკომპლექტებული.

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.
>>>
საქართველო და სომხეთი ახდენენ ტერიტორიული თანამშრომლობის პრიორიტეტების ინდორსირებას.
საქართველო და სომხეთი ახდენენ ტერიტორიული თანამშრომლობის პრიორიტეტების ინდორსირებას.
20.06.2014
ერთობლივი სამოქმედო პროგრამა (JOP) საქართველო–სომხეთის ტერიტორიულ თანამშრომლობაში ადგენს ძირითად
ჩარჩოებს: მთავარ მიზნებს და პრიორიტეტებს, პროგრამის მოთხოვნებს და ბენეფიციარებს და აგრეთვე პროგრამის
განხორციელების სამოქმედო გეგმებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1.35 მილიონ ევროს. პროექტი მოიცავს სომხეთის
ტერიტორიაზე არსებულ შემდეგ რეგიონებს: ლორე, შირაკი, თავუში და ქვემო კართლსა და სამცხე–ჯავახეთს–
საქართველოში. ერთობლივი დოკუმენტის დამტკიცება და მიღება გზას უკვალავს 2014 წლის ივლისის მოწოდებას .
ტერიტორიული ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა– საქართველო–სომხეთი არის პირველი იმ ოთხი პროგრამიდან
აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში, რომლითაც იწყება პროექტების კონკურსები.

„ სომხეთი აქტიურად უჭერს მხარს ტერიტორიული ურთიერთთანამშრომლობის იდეას და არის პირველი
საქართველოსთან ერთად, რომელმაც მოახდინა (JOP)–ის ინდორსირება.“– აღნიშნა ვაჩე ტერტერიანმა, სომხეთის
ტერიტორიული მართვის მინისტრის პიველმა მოადგილემ და საინაოგურაციო JDMC–ის შეხვედრის თავჯდომარემ. „
ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა საქართველო–სომხეთი უფრომ მეტად შეუწყო ... »»»
>>>
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 29 30 »