• ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
    26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

    პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

    „...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

    განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენი...
  • მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტს
    ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.

    საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი...
  • წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

    „სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

    თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

    აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,...
  • ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    ელჩი იური ვარდანიანი სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
    საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო სრულად ინფორმირებულია 23-24
    აპრილს, ახალციხეში ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი
    შელაპარაკებისა და მას მოყოლილ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მიერ
    განხორციელებული ქმედებების შესახებ.

    მომხდარი ინციდენტის სრული სურათის გასარკვევად საქართველოში სომხეთის
    რესპუბლიკის საელჩომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

    პრობლემის დროული გადაჭრის და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით
    საელჩო ასევე კავშირი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
    დაამყარა. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე არც ერთი ახალგაზრდა
    დაკავებული არ არის.

    უახლოეს დროს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი
    სამცხე–ჯავახეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს როგორც სომეხი
    მოსახლეობის წარმომადგენლებთან ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    დეპუტატ პეტროსიანის მოწოდება საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი
    13 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატ სამველ პეტროსიანმა 1915-23წწ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით წარსდგა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საპასუხო კომენტარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, საქართველოში, აშკარად სხვა კონტექსტში განიხილავენ. პატივცემულ მკითხველს 13 აპრილს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს გაჟღერებულ განცხადებების სინქრონს წარვუდგენთ.

    სამველ პეტროსიანი (დეპუტატი, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“).

    ძვირფასო კოლეგებო,

    საქართველო წარმოადგენს მრავალეროვან სახელმწიფოს და ყველანი ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნის შვილები. უნდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში. ამიტომ უნდა ავღადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ის რაც 100 წლის წინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში, მხედველობაში მაქვს სომეხი ერის გენოციდი.

    ეს არის სომეხი ერის უდიდესი ტრავმა. გენოციდი აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. (ხმაური დარბაზში. ხმაურის სავარაუდო წყარო -დეპუტატი აზერ სულეიმანოვი -რედ.).

    ჩვენც, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაღ...
  • ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის ახალი გერბი და დროშა დამტკიცდა
    ქალაქ ახალციხის სიმბოლოები დამტკიცდა. საკრებულოს დეპუტატებმა განსახილველად გატანილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის საბჭომ უპირატესობა სწორედ მის ნამუშევარს მიანიჭა და პროექტის საბოლოო დახვეწაში დაეხმარა.

    „უკან მწვანე ველზე გამოსახულია ახალციხის ციხე. წინ არის ლომი, რომელიც სიძლიერის სიმბოლოა. მას ხელთ უპყრია ოქროს გასაღები. ამ გასაღებსაც თავისი დატვირთვა აქვს. არის მეწამული ფერის ჯვარი. ზუსტად ასეთი ჯვარი არის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ქვაზე ამოტვიფრული. ეს ჯვარი ავიღე იქიდან“ – აცხადებს ქალაქის ახალი სიმბოლოების ავტორი.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქის ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.

    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    ოთარ დანელიამ ახალციხეში სამინისტროს ლაბორატორია და სეს–ის რეგიონული სამმართველო დაათვალიერა
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ესტუმრა. ოთარ დანელიამ ობიექტები დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით.

    რაც შეეხება ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს.

    ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა.

    2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიი...
ახალი საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ახალი საპროტესტო აქცია ახალქალაქში
18.06.2014
ახალქალაქში “არასაპარლამეტო ოპოზიციის” მიერ გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა პროტეტსტის ამ სახით გამოხატვას არც ხვალ გამორიცხავს. მისი თქმით, ახალქალაქის საარჩევნო კომისია დარჩენილ საჩივრებს 19 ივნისს 16:00 განიხილავს. შესაბამისად, იგი კომისიის გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან ერთად მოისმენს. დღეს კუკავამ შედეგების გაბათილება და მეორე ტურის ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ამ დროისათვის სამართალდამცველები ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში ისევ რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მიერ დაწერილი 10–მდე საჩივრიდან ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ დღეს მხოლოდ ოთხი განიხილა. განხილვის შედეგად პარტიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რასაც “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მხარდამჭერების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანსა და კახა კუკავას შორის. დაპირისპირების დროს აქციის ერთ–ერთმა წევრმა შენობაში მინა ჩაამსხვრია.
>>>
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს
18.06.2014
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს. 17 ივნისს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ და ახალქალაქის რაიონული შტაბის წევრებმა საოლქო საარჩვენო ოლქთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავმჯდომარეს საჩივრების განხილვა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს და ოლქის თავმჯდომარეს იმ საჩივრების განხილვა სთხოვენ, რომელიც კენჭისყრის პროცესის გაყალბების ფაქტებზე პარტიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. საპროტესტო აქციაზე ბლოკის ლიდერები კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია იმყოფებოდნენ. კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ახალქალაქის შტაბის წარმომადგენლები მედიასთნ იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც ოლქში 15 ივნისს დაფიქსირდა. მელიქ რაისიანი ამბობს, რომ რამდენიმე უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც ხმების დათვლის პროცედურის დაწყებამდე კომისიის წევრებმა უბნიდან გამოაძევეს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიცემული 2 000-მდე ხმა საუბნო კომისიებმა ბათილად ცნეს. მისივე თქმით, სოფლებში ყველა უბანზე ადგილ ... »»»
>>>
35 წლის ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბა
35 წლის ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბა
17.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მოულოდნელი წვიმის დროს მას მეხი დაეცა. ადგილობრივების თქმით, ქალბატონმა მიღებული ელექტრო შოკის გამო გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა იგი ახალციხის სავანტყოფოში–“უნიმედი სამცხეში” გადაიყვანეს. მედიკოსებმა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

35 წლის ქალბატონს ახალციხის სამედიცინო პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლში გადაასვენეს.

მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
>>>
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
17.06.2014
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციის მიხედვით ახალციხეში ქალაქის მერი კოლიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქში არსებული 13 უბნიდან მონაცემები ამ დროისათვის ყველა მათგანზე დათვლილია. ახალციხეში პროპორციული სიით პარტიამ ამომრჩეველთა 57.44% მიიღო. ახალციხის მოსახლეობის ხმები მერობის კანდიდატებზე ასე გადანაწილდა.

გიორგი კოპაძე – კოლიცია „ქართული ოცნება“ 60.44 %

გელა დემეტრაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31.03 %

ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ 4.38 %

გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ 4.15 %

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლი კი ხმათა უმრავლესობით, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენელი ზაზა მელიქიძე გახდა. პროპორციული სიისთ პარტიამ 59.82 % – ით გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში არსებული 22 უბნიდან რაოდენობა დადგენილია 21 უბნის მიხედვით. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები გამგებლობის 5 კანდიდატზე ასე გადანაწილდა:

ზაზა მელიქიძე – კოლიცია ... »»»
>>>
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახურის ქსენოფობია სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის მიმართ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახურის ქსენოფობია სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის მიმართ
12.06.2014
2014 წლის 12 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ქართული მედიასაშუალებებისათვის გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახურის, დავით ლასურაშვილის, რელიგიურ დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ ქმედებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ სულიერ მსახურთა მიერ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისა და მის მიმდევართა წინააღმდეგ დროდადრო გამოვლენილ ქსენოფობიურ მოღვაწეობაზე.

შემდეგ ეპარქიის მორწმუნე მშობელმა ინა სუქიასიანმა ისაუბრა, თუ გუშინ, 11 ივნისს, ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მოწყობილი ექსკურსიის დროს, სიონის ეკლესიაში შესულ მის 10 წლის ქალიშვილს როგორ აუკრძალა მამა დავითმა სომხური ეკლესიის წესით პირჯვრის გადაწერა და უთხრა, რომ სომხური ეკლესიის მრევლი შორსაა უფლისაგან და არ არის სასურველი ქართულ ტაძარში მათი ყოფნა. შენიშვნით ნაწყენი ბავშვი გასულა ეკლესიიდან. მსგავსი საქციელი მშობელმა განიხილა როგორც დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინება, სოციალური ქსელში აღშფოთება გამოხატა ა ... »»»
>>>
ინტერვიუ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძესთან
ინტერვიუ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძესთან
11.06.2014
15 ივნის ახალციხის მოსახლეობა ირჩევს მერს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის საინფორმაციო ვებ. გვერდის კითხვებზე პასუხობს „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ბატონი გიორგი კოპაძე:

ბატონო გიორგი, 90-ში თქვენ იყავით ახალციხის მერი და რატომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ თქვენი კანდიდატურის წარდგენა ამ არჩევნებში.

-ახალციხეში დავიბადე , ჩემთვის მისი ყველა პრობლემა და გასაჭირი ნაცნობია, ვიცი ყველა ქუჩის, უბნის და დასახლების პრობლემა და მათი გადაჭრის გზებზე ჩემს გუნდთან ერთად ვიზრუნებ. ახალციხეს თანამედროვე ქალაქად გადაქცევა ჩემთვის პრინციპული საკითხია ,ჩემი ქალაქის გალამაზება და მისი თითოეული მოსახლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა ეს იქნება ქართველი თუ ეთნიკური სომეხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ,ეს იქნება ძირითადი მიზანი ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში.

თქვენ ყოველდღე გაქვთ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთან არჩევნებთან დაკავშირებით, რა პრობლემები აწუხებს ძირითადად მოსახლეობას.

-მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემები აწუხებს აქედან განსაკუთრებით გამოვყოფ; უმუშევრობას,სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლ ... »»»
>>>
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დამთავრდა
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დამთავრდა
08.06.2014
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება – ჩემპიონატის პირველადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა,სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობისათვის მედლები და თასები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ: საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, ბომბარდირი, საუკეთესო გოლის ავტორი, ფეხბურთელი და მწვრთნელი. გარდა ამისა მაყურებლის გადაწყვეტილებით საუკეთესო გუნდის ტიტული შირაქის წარმომადგენლებს მიენიჭათ. წარმატებული ფეხბურთელებს პრიზები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და სპონსორებმა გადასცეს.

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ასევე, ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სააფთიაქო ... »»»
>>>
შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახალციხეში
შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახალციხეში
07.06.2014
შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამცხე–ჯავახეთის ექიმებსა და ადგილობრივი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შეხვდა. მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა, განიხილა სოციალური დახმარების კრიტერიუმები და აღნიშნა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეთოდოლოგია შესაცვლელია. ასევე, საუბარი შეეხო სოფლის ექიმის პროგრამას, დავით სერგეენკოს თქმით, მათი დაფინანსება 30% –ით გაიზარდა.

ამავე შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას სოციალური მომსახურების ახალი ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე წარუდგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკოს თქმით, ადგილობრივებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა, რასაც სამინისტროსგან დადებითი შედეგი მოჰყვება.

სამცხე–ჯავახეთში ჯანდაცვის მინისტრის მედიკოსებსა და სოციალური სააგენტოს წარმოამდგენლებთან შეხვედრა რეგიონული ვიზიტების ფარგლებში გაიმართა, რომელის საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
>>>
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი
06.06.2014
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. ერთმანეთს პირველობისათვის 16 გუნდი დაუპირისპირდა. საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ფეხბურთელებთან ერთად ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმოამდგენლებმაც აჩვენეს. ორ ნაწილად გაყოფილ სტადიონზე თამაში გუნდებს შორის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც მესხეთში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით იმართება. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ლევან ყიფიანის თქმით, მსგავსი ინიციტივა რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას ხელს უწყობს. მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა. მისი გენერალური სპონსორი კი პსპ ჯგუფია. ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის დაწყებამდე სტადიონზე ფოლკლორული და სპორტული საცეკვაო და სასიმღერო ნომრები შესრულდა. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და დედა ... »»»
>>>
საეკლესიო ცერემონია სომხურ სამლოცველოებში
საეკლესიო ცერემონია სომხურ სამლოცველოებში
03.06.2014
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თავისებურად აღნიშნა ქალაქ ახალციხის სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. ეკლესიის მორწმუნე ხალხი, შვილებით და შვილიშვილებით ურთ შეიკრიბა ახალციხის უძველეს სამლოცველოებთან. ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მამა ჰაგობ სააკიანმა ერთ-ერთ სამლოცველოში ჩაატარა საეკლესიო ცერემონია.

მამა ჰაგობის სიტყვებით, გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სომხური სამლოცველოები თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა, მაგრამ ყველაზე დიდი რეგისტრაცია სამლოცველოებს ხალხის გულში აქვს, რის შეცვლაც ვერავის შეუძლია. ეს წმინდა ადგილები ჩვენი ხალხის გულში ოდითგანვე არის რეგისტრირებული, მათი აგების დღიდან, და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი მფლობელი ამ სამლოცველოების.

ცერემონიის დასასრულს სასულიერო პირმა დალოცა ბავშვები და მათ პატარა საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა სომხური „ქროჯ ევ ეღბორ“ ( დისა და ძმისა) , სახელწოდების სამლოცველოები და 28 აგვისტოს საეკლესიო ცერემონია ჩაატარა სამლოცველოებში, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია სომეხთა ეკლესიასა და ახალციხის სომეხ მო ... »»»
>>>
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ლამაზი სიურპრიზებით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ლამაზი სიურპრიზებით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
02.06.2014
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ლამაზი ღონისძიებით. საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ თბილისის „სუებ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზო სავსე იყო სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ბავშვებით და მათი მშობლებით. ბავშვებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა.

ყველა ბავშვს დაურიგდა ფერადი ბუშტები. ღირსეული მამულიშვილის - სერგეი არუთიუნოვისაგან ღონისძიების ყველა დამსწრე ბავშვს მიართვეს გემრიელი ნაყინი. შემდეგ ღონისძიება ლამაზი სიმღერებით დაამშვენეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი„ ბავშვთა გუნდმა (ქორმაისტერი: მარი აბულიანი) და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. დასასრულს ყველა ბავშვს „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ კარენ ერიციანმა დაურიგა ბავშვებისაგან მათი თანატოლებისათვის გამოგზავნილი საჩუქრები. ყველა ბავშვი სახლში საჩუქრით დაბრუნდა.
>>>
ომბუდსმენი ინფორმირებულია საქართველოს სომხური სათვისტომოს უფლებების დარღვევის შესახებ
ომბუდსმენი ინფორმირებულია საქართველოს სომხური სათვისტომოს უფლებების დარღვევის შესახებ
31.05.2014
2014 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველმა 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა ვრცელი, საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები.

შეხვედრაზე სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა გაამახვილა ყურადღება, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებულ დისკრიმინაციაზე და აღნიშნა, რომ სომხური, კათოლიკური და სხვა უმცირესობათა კუთვნილი უამრავი ტაძარი მითვისებულია და გამოიყენება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ტაძრების განადგურების, მათ შორის, თბილისის ცენტრში მუღნეცოც სურბ გევორგ მე-14 საუკუნის ტაძრის ჩამონგრევისა და სურბ ნშან მე-18 ... »»»
>>>
ავტოსაგზაო შემტხვევა ახალციხეში
ავტოსაგზაო შემტხვევა ახალციხეში
29.05.2014
ტრამვული შოკი, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, კისრისა ზედაპირის და ხორხის ნაფლეთოვანი ჭრილობა. ამ დაზიანებებით 27 მაისს, 22 საათსა და 35 წუთზე ორი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უნიედი სამცხეში გადაიყვანა. ერთის მდგომარეობა საგრძნობლადს მძიმე იყო ამიტომ იგი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსა. ხოლო მეორე უნიმედი სამცხეში რეანიმაციის განყოფიელბაში იმყოფება. ორივე ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდათ და ამ დორისათვის მკურნალობას გადიან. უნიმედი სამცხის მიმღებ ამბულატორიული განყოფილების გამგის ნინო მანველიშვილის თქმით ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. პირველის კოლის დიერქტოსი მაკა ჯანაშვილის თქმით მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ქეიფიდან გამოსული სამი ახალგაზრდა კი რომელბიც მსუბუქ მანქანაში ისხდნენ ტრაილერს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მხოლოდ ორი მათგანი დაშავდა. შემთხვევას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება იძიებს. საქმე კი საქართველოს სსხლის სამართლის კდექსისი 276–ე მუხლითაა აღძრული.
>>>
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხეში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხეში
27.05.2014
შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, სნაიპერული შაშხანები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ჯარისკაცის სრული საბრძოლო აღჭურვილობა – ეს იმ სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალია, რომლიც ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი იყო წარმოდგენილი. მსურველებს ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა დილის რვა საათიდან ჰქონდათ. გარდა ამისა, ადგილობრივებს სასწარაფო, სახანძრო და საპატრულო აღჭურვილობის ნახვაც შეეძლოთ. ღონისძიებები დღის თორმეტი საათიდან ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაგრძელდა. სპორტული ღონისძიებები გარბენში, ჭიდაობასა და ჭადრაკში გაიმართა. ასევე მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა.. გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენები, ღვინის ფესტივალი და ასფალტზე ხატვა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი მათ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟრაძე, ოთო ნემსაძე, მარიკო ებრალიძე და „ჯგუფი სანო ... »»»
>>>
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო
23.05.2014
2014 წლის 18-22 მაისს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვ. ვიზიტის მიზანს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. 21 მაისს, სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა აცნობა კომისარს, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებული დისკრიმინაციის შესახებ. პასუხად კომისარმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი შერჩევითი დამოკიდებულებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საკუთარი კონსტიტუციის ანტი დისკრიმინაციულ დებულებებს.

შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი
>>>
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 29 30 »